გურიის შავიზღვისპირეთს მგლები შემოესია - მხეცებმა შეკვეთილში პირუტყვი დაგლიჯეს
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის შავიზღვისპირეთს მგლები შემოესია - მხეცებმა შეკვეთილში პირუტყვი დაგლიჯეს

გურიის შავიზღვისპირა კურორტ შეკვეთილში მგლებმა რამდენიმე პირუტყვი დაგლიჯეს, აქედან ერთი გარდაიცვალა, ერთის გადარჩენა კი ადგილობრივებმა შეძლეს

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ადგილობრივებმა აცნობეს.

როგორც ჩვენთან საუბარში შეკვეთილელები აცხადებენ, შემთხვევა კურორტზე გუშინ, ე.წ. "სამთავრობო დაჩებთან" მოხდა, რომელიც ამ დროისათვის შპს"მაგნიკას" საკუთრებაა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი, როცა მგლები კურორტს შემოესია, პირველი შემთხვევაა და ამან მოსახლეობასა და დამსვენებლებში შიში გამოიწვია.

ფოტო არ არის პირდაპირ კავშირში ინფორმაციასთან

'.$TEXT['print'].'