"ურეკში მაწანწალა ძაღლები ტურისტებს ავიწროვებენ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ურეკში მაწანწალა ძაღლები ტურისტებს ავიწროვებენ"

შავიზღვისპირა კურორტ ურეკში მაწანწალა ძაღლების მომრავლებამ დამსვენებლებს დისკომფორტი შეუქმნა და უკვე ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ, ეს მაწანწალა ძაღლები ტურისტებსაც კი ავიწროვებენ.

ამის შესახებ "გურიის მოამბესთან" საუბარში აღნიშნულ კურორტზე მდებარე დასასვენებელი სახლების, სასტუმროებისა და სანატორიუმების მეპატრონეები აღნიშნავენ.

მათი თქმით, მიუხედავად ოზურგეთის მერიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებისა მდგომარეობა სულ უფრო უარესდება:

"უცხოელი ტურისტები იყვნენ ამ დღეებში ჩამოსულები, უნდოდათ სხვადასხვა მიმართულებით ფეხით გასვლა, მაგრამ ამ ძაღლების შემხედვარე მთელი დღე სასტუმროში იყვნენ, შიშით ეზოშიც ვერ გამოვიდნენ.

გვითხრეს წელს ამ პრობლემას მოვაგვარებთ სპეციალურ ბრიგადას შევქმნითო და პირიქით მოხდა - ამდენი არასდროს არ ყოფილა. 30 ლარია ერთი ზაღლია წაყვანაო გვითხრა ჯგუფის უფროსმა და მგონი მოყავს და მოყავს იმიტომ რომ შემდეგ გააფორმოს და "წაიყვანოს"" - გვითხრა ერთერთი დასასვენებელი სახლის მეპატრონემ, რომელიც ამ პრობლემის გამო ტელეფონით დაგვიკავშირდა.

 

'.$TEXT['print'].'