"ზედმეტად ჩაეხუტნენ „ქართულ ოცნებას“
ავტორი: გურიის მოამბე
"ზედმეტად ჩაეხუტნენ „ქართულ ოცნებას“

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგ ლომიამ დღეს სალომე ზურაბისვილის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს ხალხის სრული გეტიმაცია არ აქვს, შესაბამისად ის ინაუგურაციას არ დაესწრება.

ლომიას შეფასებას უმრავლესობის რიგებში მოულოდნელი და გაუიგებარი უწოდეს. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ზურაბიშვულის ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უშინაარსოა.

გიორგი ლომიას განცხადებას ანეკდოტს უწოდებს გია ნოდია:

„ზედმეტად ჩაეხუტნენ „ქართულ ოცნებას“ და რანაირი ოპოზიცია არიან ისინი თუ მთავარი და აქტიური მომხრეები იყვნენ მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ნუ რაღაც უნდათ, რომ დაიბრუნონ თავისი ცალკე იდენტობა, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ სხვადასხვაა, ნუ „პატრიოტთა ალიანსი“ არ არის „ქართული ოცნების“ ფილიალი, რომელსაც ის იყენებს, როგორც მოუნდება. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი ოპოზიციური პარტია, გაერთიანებული ოპოზიცია არ ცნობს მის გამარჯვებას და პლუს ამას ცალკე აღებული გიორგი ლომია არ ცნობს მის გამარჯვებას, ლომიას განცხადება უფრო ანეკდოტის სტატუსს იღებს, ვიდრე სერიოზული პოლიტიკური რეალობის. მთლიანად პარტია რომ გაემიჯნოს პარტია, ოფიციალურად და თქვას, რომ ის ლეგიტიმურად არ ცნობს, მაინც ანეკდოტი იქნება, მაგრამ შედარებით უფრო მნიშვნელოვანი ანეკდოტი,“- განაცხადა გია ნოდიამ.

'.$TEXT['print'].'