ჩოხატაურის "ბახმარო" ისტორიის დასაწერად ემზადება - "გურია" კი უკვე მერამდენედ აღმართს თავიდან შეუდგა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის "ბახმარო" ისტორიის დასაწერად ემზადება - "გურია" კი უკვე მერამდენედ აღმართს თავიდან შეუდგა

დღეს ლანჩხუთსა და მცხეთაში ეროვნულ ლიგა ორის საგზურისათვის მებრძოლ კლუბებს შორის სპლეიოფების პირველი მატჩები გაიმართა.

ლანჩხუთში 'ევგრაფი შევარდნაძეზე"  ეროვნულ ლიგა 3-ის მესამე ადგილოსანმა ადგილობრივმა "გურიამ" ლიგა 2-ის აუტსაიდერი წყალტუბოს "სამგურალი" მიიღო და კარლო ჯიქიძის მიერ პირველი ტაიმის 26-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, მინიმალურად დაამარცხა.

მეორე საპლეიოფო მატჩში, ეროვნულ ლიგა 3-ის მეორეადგილოსანი, ჩოხატაურის "ბახმარო" მცხეთში ეროვნულ ლიგა -2-ის კიდევ ერთ აუტსაიდერ "ცხინვალს" ესტუმრა და 1-2 დამარცხდა.

თავიდანვე მასპინძლები დაწინაურდნენ და ისინი მე-80 წუთამდე გიორგი კიკნაძის დუბლის წყალობით 2-0-ს იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს, გიგა კვერენჩხილაძემ სერგი ფირცხალაიშვილის შორეული გადაცემა საჯარიმნოში მიიღო და მეკარიდან მარჯვენა დაბალ კუთხეში ორმატჩიანი პლეიოფისათვის ფრიად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

განმეორებითი მატჩები 14 დეკემბერს გაიმართება, ლანჩხუთი წყალტუბოს ეწვევა და შეეცდება საკუთარ კედლებში მოპოვებული მინიმალური უპირატესობის შენარჩუნებას, ჩოხატაური კი "ცხინვალს" უკვე საკუთარ "ბორის პაიჭაძეზე" მიიღებს და "ბახმაროს" ისტორიის დასაწერად 1-0 გამარჯვებაც ეყოფა.

სურათზე კვერენჩხილაძის საგოლე დარტყმა;

'.$TEXT['print'].'