ნარუჯელი ნორჩი მორაგბეები ორგ ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ
ავტორი: გურიის მოამბე
ნარუჯელი ნორჩი მორაგბეები ორგ ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ

ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირის სარაგბო კლუბი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტში რაგბის აღორძინების მიზნით თავის რიგებში 7 წლის ასაკიდან ზემოთ 120-მდე ბავშვს აერთიანებს.

ვარჯიშები ტარდება „ზვანი არენა“-ზე.

ამავე დროს არის გახსნილია სექციები დვაბზუ-ცხემლისხიდში,ლიხაურში, ნარუჯასა და ნასაკირალში.

საფესტივალო ასაკის ბავშვებს კურირებს დირექტორის მოადგილე ტატო დოლიძე. ბავშვებს ავარჯიშებს პროფესიონალი, ლიცენზირებული ,,არწივები“-ს მთავარი გუნდის მორაგბეები გოჩა კალანდაძე ,ხვიჩა თოლორდავა, ლევან კოჩალიძე, ლაშა დონაძე და მამუკა ჩანჩიბაძე.

სამშაბათს 11 დეკემბერს ჩვენ არენაზე შედგა  ტურნირი საფესტივალო ასაკის ბავშვებში. მომავალი მორაგბეები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ სპორტულ პაექრობაში. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა. ტურნირი მეტად საინტერესოდ წარიმართა .

პირველობა მოიპოვა ნარუჯის გუნდმა (მწვრთნელი ლევან კოჩალიძე).

რაგბის განვითარების ხემძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს ბავშვებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის და აპირებს ანალოგიური ტურნირების სისტემატიურად ჩატარებას.

მასალა მომზადებულია ოზურგეთის ვრაგბის განვითარების კავშირის პრეს სამსახურის მიერ (დ)

'.$TEXT['print'].'