ლანჩხუთის "გურია" ეროვნულ ლიგაშია - "ბახმარომ" "ცხინვალის" ბარიერი ვერ დაძლია
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის "გურია" ეროვნულ ლიგაშია - "ბახმარომ" "ცხინვალის" ბარიერი ვერ დაძლია

დღეს წყალტუბოსა და ჩოხატაურში ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელი საპლეიოფო დაპირისპირების საპასუხო მატჩები გაიმართა

ლანჩხუთის "გურია" წყალტუბოს ესტუმრა და ადგილობრივ "სამგურალთან" შეხვედრა დათმო -  თუმცა სასურველი ანგარიშით 1-2, ვინაიდან გურულებს "ევგრაფი შევარდნაძეზე" პირველი მატჩი მინიმალური ანგარიშით 10  ჰქონდათ მოგებული, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ორმატჩიან დუელში გამარჯვებული ლანჩხუთი გახდა.

არადა თავიდან ყველაფერი დღეს წყალტუბოში გამართულ საპასუხო მატჩში სტუმრებისათვის ცუდად დაიწყო - ტაიმი მასპინძლება 2-0 მოიგეს. ბიბილაშვილის დუბლით რომელმაც სტუმრებს 28-ე და 32-ე წუთებზე გაუტანა, "სამგურალი" ეროვნულში დარჩენასთან ერთ ნაბიჯში იდგა, თუმცა მეორე ტაიმში მინდორზე ნარიაშვილის ნაცვლად შემოსულმა გაგნიძემ 57-ე წუთზე ანგარიში შეამცირა და როგორც აღმოჩნდა გადამწყვეტი გოლის ავტორიც გახდა.

სამწუხაროდ იგივე ვერ შეძლო ჩოხატაურის "ბახმარომ". რომელიც საპასუხო მატჩის წინ "გურიაზე" უკეთეს სიტუაციაში იყო, თუმცა სტუმრად მცხეთაში "ცხინვალთან" 1-2 წაგების შემდეგ ჩოხატაურელები სახლშიც დამარცხდნენ 0-2 და ეროვნულში შესვლა მინიმუმ ერთი წლით გადადეს. 

დიდი ალბათობით "ბახმაროს" ამ ტიპის საპლეიოფო დაპირისპირების თავის სასარგებლოდ დასასრულებლად გამოცდილება არ ეყო. 

მატჩი ძალიან დაძაბული და უხეში გამოდგა რის გამოც შეხვედრის მთავარ არბიტრს ჯენერი ხორავას 9 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა.

მატჩის ანტიგმირი კი პირველი მატჩის გმირი გიგა კვერენჩხილაძე გახდა, რომელმაც თანაგუნდელები 69-ე წუთზე დააღალატა, მიიღო რა წითელი ბარათი "ბახმარო", რომელიც ამ დროისათვის უკვე 0-1 ს აგებდა კაცნაკლულიც დატოვა.

ამრიგად გაისად ლანჩხუთი ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს, ჩოხატაური კი კვლავ ლიგა 3-ში იქნება.

'.$TEXT['print'].'