ღია პირველობიდან კრივში 4 მედალი ოზურგეთელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ღია პირველობიდან კრივში 4 მედალი ოზურგეთელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს

ღია პირველობიდან კრივში 4 მედალი ჩვენია

18 - 20 დეკემბერს ქ. ბათუმში, კრივში რამზიკ პეტროსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა გაიმართა.

ღია პირველობაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სპორტსმენებმა მიიღეს.

აღნიშნულ ტურნირში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კრივის სექციის ოთხმა სპორტსმენმა იასპარეზა.

ოზურგეთელი მოკრივეები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და წონით კატეგორიაში გამოვიდნენ და შეჯიბრიდან ერთი ოქრო და სამი ვერცხლის მედალი წამოიღეს.

 რომა აბესაძე 56 კგ. წონით კატეგორია ( 2002 წ.) I ადგილი

ოთო აბესაძე 48 კგ. წონითი კატეგორია ( 2003 წ.) Il ადგილი

გიორგი ხითაროვი 48 კგ. წონითი კატეგორია ( 2005 წ.) Il ადგილი

 ომარ ბექაძე 56 კგ. წონითი კატეგორია (2005 წ.) Il ადგილი

ბათუმში გამართული ღია პირველობისთვის ოზურგეთელი მოკრივეები მწვრთნელებმა - იური საჯაიამ და გოჩა გაბედავამ მოამზადეს.

'.$TEXT['print'].'