გერმანელ ინვესტორებთან ერთად კურორტ „ბახმაროს“ განვითარება ჩეხებმაც დაიწყეს
ავტორი: გურიის მოამბე
გერმანელ ინვესტორებთან ერთად კურორტ „ბახმაროს“ განვითარება ჩეხებმაც დაიწყეს

გერმანელმა ინვესტორებმა, "ბახმაროს", როგორც ზამთრის კურორტის განვითარება 2017 წლიდან დაიწყეს. როგორც ცნობილია, მთავრობამ კურორტ „ბახმაროს" განვითარება პრიორიტეტად იმავე წლის მარტში დაასახელა. მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც კურორტის განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავდა მიზნად.  იმავე პერიოდში გურიის გუბერნატორი აცხადებდა, რომ კურორტის განვითარებას გერმანელი ინვესტორი გეგმავს.
„გურიის მოამბე" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა კურორტზე და  პრემიერის განცხადებიდან 8  თვის შემდეგ  და რამდენად რეალური აღმოჩნდა გერმანელი ბიზნესმენის კურორტით დაინტერესება?
გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ კურორტით ბიზნესმენი ინგუ შლუტიერი და მისი ბიზნეს ჯგუფი იყო დაინტერესებული, რომლებმაცც „ბახმაროში" 2017 წლიდან  დაიწყეს საქმიანობა, თავდაპირველად ისინი კურორტზე რამდენიმე თვე დარჩნენ. გერმანელ ბიზნესმენთა 60 კაციანი ჯგუფმა თავდაპირველად იჯარით აიღო რამდენიმე კოტეჯი, სადაც ზამთრის პერიოდში განთავსდნენ და გაზაფხულამდე აკვირდებოდნენ ბუნებას, კლიმატს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილებას კურორტში ინვესტირებისა და მისი განვითარების შესახებ.  გერმანელი ინვესტორები ბახმაროს 2016 წლის განმავლობაში განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობდნენ. ბოლოს ჯგუფის ვიზიტი 26 ოქტომბერს შედგა.  გუბერნატორი ამბობს, რომ ამ დროისთვის კურორტზე  თოვლისგან გზის გამწმენდი სამუშაოები მიმდინარეობდა, რათა უცხოელ პარტნიორებს ადგილზე ჩასვლა გაუადვილდეთ,
ადგილობრივი ხელისუფლებამ მანამდე კურორტის გენერალური განაშენიანების გეგმაზე დაასრულა მუშაობა, რომლის შემდეგად გაირკვა, ზუსტად რა ოდენობის ფინანსებია საჭირო იმისთვის, რომ „ბახმარო" 4 სეზონიან კურორტად იქცეს.
გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილობრივი მთავრობა კურორტზე საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაცია/მონტაჟს ახორციელებს. გარდა ამისა, ბახმაროში გაზის შეყვანის პროექტი „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" უკვე დასრულებული აქვს. პარარელურად მიდის მუშაობა „ენერგო პრო ჯორჯიასთან" ახალი ტრანსფორმატორების და ელექტროსადენების რეაბილიტაციაზე. ასევე მიმდინარეობს გზის და წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის პროქეტზე მუშაობა. „როგორც კი პროექტები იქნება მზად, უკვე კონკრეტული სამუშოები დაიწყება. საპროექტო სამუშოები ყველა მიმართებით დაწყებულია"-აცხადებს გურიის გჰუბერნატორი.
გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ გერმანელების „ბახმაროში" ყოფნის დროს მოესწრება სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის მოწყობაც, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ კურორტით სხვა ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ.
„ჩვენთან საუბარში ყველა აფიქსირებს, რომ დიდი სურვილი აქვთ ბახმაროში მიწა შეიძინონ და იქ კოტეჯები ან სასტუმროები ააშენონ. ინტერესს გამოთქვამენ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ბიზნესმენები. როდესაც მზად იქნება განაშენიანების გეგმა, ამაზე საუბარი უფრო მარტივი იქნება"-აცახდებენ გურიის მთავრობაში
„ბახმარო" თავისი ჰავით უნიკალურია და მას თავისუფლად შეუძლია იყოს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტი. „ის არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი. რაც ყველაზე მთავარია, კურორტზე უნდა განვითარდეს სამთო-სათხილამურო მიმართულება, ბახმარო ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა,"- აცხადებს ჩოხხატაურის მუნიციპალიტეტის (რომლის შემადგენლობაშიც შედის კურორტი) მერი, ირაკლი კუჭავა.
მოთხილამურეებისგან შემდგარი ევროპელების პირველი ტურისტული ჯგუფი, რომელიც ბახმაროს მისი პოტენციალის შესასწავლად ესტუმრა, კურორტს 2016 წელსვე სტუმრობდა
როგორც ჩიხატაურის მტავრობაში აცხადებენ ბახმაროთი ისინი მოხიბლულები იყვნენ.
“მოწონება ძალიან დიდია და თამამად შეიძლება ითქვას, რო ბახმაროს ახალი ცხოვრება უკვე ამოიქოქა”, – ამის შესახებ გურიის მაშინდელმა გუბერნატორმა განაცხადა.
ის, რომ ტურისტები ქართული კურორტით ნამდვილად მოიხიბლნენ, მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტიდანაც ჩანს.
„მარტოხელა, უცნაური და ავთენტური“ – ამაზე უკეთესს ვერსად ნახავთ – წერენ გერმანელი ტურისტები ბახმაროს შესახებ.
მათი თქმით, საქართველო ნამდვილად მთების სამშობლოა, მაგრამ ამ მხრივ თითქმის განუვითარებელი.
„მხოლოდ რამდენიმე ასასვლელი საშუალება და ვერტმფრენია კავკასიის მწვერვალზე მოსახვედრად. ამ მთების ჯაჭვის სამხრეთ მხარე ფაქტობრივად, სრულიად აუთვისებელია. მაგალითად მხოლოდ ერთი გზაა ბახმაროში მისასვლელად. ეს კურორტი ზღვის დონიდან 2 050 მეტრზე მდებარეობს და იქ ულამაზესი და უამრავი ხის კოტეჯებია. ზამთარში ეს კურორტი სრულიად ცარიელია. არის სრულიად შეუსწავლელი სათხილამურო ტერიტორია, რომელიც შეგვიძლია ერთად შევისწავლოთ სათხილამურო ტურებით. მთლიანი გზა ინგო შლუტიუსმა გაკაფა, რომელსაც ქონდა ხედვა თუ რა უნდა ყოფილიყო მომავლის მიზანი ამ ადგილებში. მან ამ მთების ეს ადგილები მარტომ შემოიარა. ეს ფრიად განსხვავებული ადგილია სხვა ალპინურ ზონებთან შედარებით“, – წერენ გერმანელი ტურისტები.
 
ტურისტები იმ სახლის და გუნდის შესახებაც წერენ, სადაც დროის გატარება უწევთ:
„მყუდრო ხის სახლები, მზარეულების ქართული გუნდი, უწყვეტი დენის გენერატორი, დიზელის სავსე ბაკი და საშხაპე, რომელიც გაზზე მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის თოვლი, რომელიც არ წყდება და შეგრძნება იმის, რომ სახლში ვეღარ გაფრინდები“, – ამბობენ ისინი ბახმაროსადმი მიძღვნილ პოსტში.

უკვე ორი წელია ზამთრის ბახმაროს განვიტარებასა და პოპულარიზაციაზე რამდენიმე ჩეხი ტურ ოპერატორიც ზრუნავს:
"თუ გასულ 2018 წლის ზამთარში, კურორტს 200 უცხოელი დამსვენებელი სტუმრობდა. წელს დამსვენებელთა რაოდენობა გაორმაგებულია, ამ წუთისათვის ბახმაროში 60 დამსვენებელია, გერმანელ ტუროპერატორებს ჩეხებიც დაემატა, თავისთავად იქ ასვლა ზამთარში უსაფრთხო არ არის, გადაადგილება ხდება სპეც ტექნიკით, თოვლ მავალით, ჩვეულებრივი მისასვლელი გზა ბოლო დასახლებულ პუნქტ ჩხაკაურამდეა,რომლის შემდეგაც გადაადგილება სპეც ტექნიკით ხდება, ამას კი უშუალოდ ტურ ოპერატორები ახორციელებენ. დამსვენებელტა რაოდენობა ზამთრის ბახმაროში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, მანამ სანამ კურორტი სერიოზულ განაცხადს გააკეთებს ამ მიმართებით, ბევრი სამუსაო გვაქვს ხელისუფლებას განსახორციელებელი, გასავიუტარებელია ინფრასტრუქტურა, მოსაწესრიგებელია ბევრი საკითხი, რასაც ვაპირებთ ეტაპობრივად. ზამთარში, როგორც ზაფხულში, სადაც დამსვენებელთა რაოდენობა 30 ათასს აღწევს, ასე ჯერჯერობით შორია, მაგრამ ეტაპიბრივად კურორტი 4 სეზონიან დასასვენებელ ადგილად გარდაიქმნება, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია"-ამბობს ირაკლი კუჭავა.

წინამდებარე ფოტორეპორტაჟი და მასალა მომზადდა „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები და ფოტორეპორტაჟის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

პროექტს ახორციელებს "ოზურგეთის პრეს კლუბი".

'.$TEXT['print'].'