ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო-2019 წელი ოზურგეთელი მოჭიდავეებისათვის წარმატებებით დაიწყო!
ავტორი: გურიის მოამბე
ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო-2019 წელი ოზურგეთელი მოჭიდავეებისათვის წარმატებებით დაიწყო!

2019 წელი ოზურგეთელი მოჭიდავეებისათვის წარმატებებით დაიწყო!

ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო - ჩვენია!

10 - 13 იანვარს თბილისში, ბერნულ რომაულ და თავისუფალ სტილით ჭიდაობაში, დიდებს შორის საქართველოს ჩემპინატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოჭიდავეთა გუნდებმა მიიღეს.

საქართველოს პირველობაზე ( ბერძნულ - რომაულ სტილში) წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.

ლევან ქავჟარაძე 63 კგ. წონითი კატეგორია ( I ადგილი)
ზურაბ მაჭარაშვილი 55 კგ. წონითი კატეგორია ( II ადგილი )

ირაკლი ძიმისტარაშვილი 60 კგ. წონითი კატეგორია ( III ადგილი)

ავით ბაკურაძე 63 კგ. წონითი კატეგორია ( III ადგილი)

ალექსი ლოდია 97 კგ. წონითი კატეგორია ( III ადგილი)

აღნშნული სპორტსმენები საქართველოს პირველობისთვის მწვრთნელებმა: ვლადიმერ და ზურაბ ზურაბიანებმა, გურამ მაჭარაშვილმა, თენგიზ მუჯირმა და ბექა ჩოფლიანმა მოაზადეს.

'.$TEXT['print'].'