ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შარშანდელი შედეგის გამეორება ვერ შეძლეს - ოქრო ვერცხლი და ორიც ბრინჯაო - სამი ოქროს ნაცვლად
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შარშანდელი შედეგის გამეორება ვერ შეძლეს - ოქრო ვერცხლი და ორიც ბრინჯაო - სამი ოქროს ნაცვლად

 

გასული წლის ჩემპიონებიდან ტიტული მხოლოდ ლევან ქავჟარაძემ შეინარჩუნა - ჩხარტიშვილი ტრამვის გამო ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო ლომაძე დოპინგზე ჩავარდა და დისკვალიფიცირებულია

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. სეზონის პირველი შეჯიბრება ოთხი დღე გაგრძელდა და საპრიზო სამეულები თავისუფალ და ბერძნულ ჭიდაობაში ათ-ათ წონით კატეგორიაში შეივსო.

ოზურგეთელ გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს თავისთავად შეჯიბრი ბერძნულ ჭიდაობაში იწვევს, რადგან ამ სდახეობაში ტრადიციულად გურიის ადმინისტრაციულ ცენტრს დიდი მიღწევები აქვს.

ასევე დიდი იყო მოლოდინი წელსაც, რადგან გასულ წელს ოზურგეთმა სამი ოქრო - ჩხარტიშვილი, ლომაძე და ქავჟარაძე - მოიპოვა.

თუმცა მიმდინარე წელს ტიტულის დაცვა მხოლოდ ქავჟარაძემ შეძლო. ლევანმა, დაამარცხა რა ფინალში აჭარის წარმომადგენელი ლერი აბულაძე, 63 კილოგრამში პირველობა არავის დაუთმო.

ტრამვიანობის გამო (კისრის არეში) ვერ შეძლო მესამე ადგილისათვის ჭიდაობა შარშანდელმა ჩემპიონმა დავით ჩხარტიშვილმა და ის უმედლოდ დარჩა. ხოლო კიდევ ერთ ჩემპიონს, იური ლომაძეს, გასულ წელს ინცინდენტი შეემთხვა, ის დოპინგზე ჩავარდა და ვინაიდან ლომაძე ერთწლიან დისკვალიფიკაციას იხდის, შესაბამისად აღნიშნული ჩემპიონატიც გამოტოვა. იური ლომაძეს დისკვალიფიკაციის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება და ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს ოლიმპიური საგზურებისათვის ბრძოლისთვის.

ასევე აღსანიშნავია ოზურგეთელი ზურაბ მაჭარაშვილის ვერცხლის მედალი 55 კილოგრამ კატეგრიაში, ზურაბმა ჩემპიონობა ხობელ ნუგზარ წურწუმიასთან ფინალში დათმო.

ორმა ოზურგეთელმა - ირაკლი ძიმისტარიშვილმა და დავით ბაკურაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს შესაბამისად 60 და 63 კილოგრამ კატეგორიებში.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

 

55 კგ

1 ნუგზარ წურწუმია (ხობი)

2 ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)

3 ფრიდონ აბულაძე (აჭარა)

3 აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი)

 

60 კგ

1 რამაზ სურმანიძე (აჭარა)

2 გიზო მელაძე (აჭარა)

3 ნოდარ ოქრომჭედლიშვილი (თბილისი)

3 ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი)

 

63 კგ

1 ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)

2 ლერი აბულაძე (აჭარა)

3 ქერიმ მაჩალიკაშვილი (საგარეჯო)

3 დავით ბაკურაძე (ოზურგეთი)

 

'.$TEXT['print'].'