ადვოკატი:"პროკურატურა უსამართლოდ, მთელი ოჯახის დასჯას ითხოვს" - "ძმები ჩახვაშვილების საქმე"
ავტორი: გურიის მოამბე
ადვოკატი:"პროკურატურა უსამართლოდ, მთელი ოჯახის დასჯას ითხოვს" - "ძმები ჩახვაშვილების საქმე"
ოზურგეთის რაიონული სასამართლოში - მოსამართლე მარინა კიკნაძე - ლანჩხუთში მცხოვრებ ძმებ ჩახვაშვილების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
გამოძიება რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, ძმებს ლანჩხუთის პოლიციელებზე თავდასხმასა და ლანჩხუთის მედალფას კლინიკის ექიმის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.
ბრალდებულის მხარე კი ბრალს სრულად არ აღიარებს და პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლასა და ბრალის განზრახ დამძიმებაში ადანაშაულებს.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით რამდენიმე მოწმემ ზეწოლის შედეგად უიარი თქვა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ერთ ერთმა კი ქვეყანა დატოვა, მხოლოდ ერთი მოწმის წარდგენა მოხდა სასამართლოზე ისიც ძებნილად გამოაცხადა პროკურატურამ, რომ ამ უკანასკნელს ჩვენება არ მიეცა.
თუმცა, 'რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამა"კურიერის" მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოძიებამ უკან დაიხია და საქმის მთავარ მოწმეს, ლაშა ცინცაძემ, გასული კვირის მიწურულს, სასამართლოზე ჩვენება მისცა.
პროკურატურა სამ ძმას 253 პრიმა მუხლით და 239 მუხლით ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივეს 7 დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებულის მხარ მიიჩნევს რომ საქმე გვაქვს მსუბუქ ძალადობასთან და მოითხოვს საქმის გადაკვალიფიცირებას.
ადვოკატი მარლენ კაზანჯი, აცხადებს, რომ გამოძიებას საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები აქვს რაც ნათლად ამტკიცებს რომ საქმე შეკერილია.
საქმის პროკურორის, მამუკა ნადირაძის მტკიცებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია რომ სასამართლომ დამნაშავედ სცნოს ბრალდებულები და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ცნობისათვის ძმებმა ჩხავაშვილებმა გასული წლის დასაწყისში ლანჩხუთის მედალფას კლინიკაში მიიყვანეს მეგობარი ლაშა ცინცაძე, რომელსაც ეპილეფსიური შეტევა ქონდა.
ძმების მტკიცებით, მედპერსონალმა მას ყურადღება არ მიაქცია, რამაც წარმოშვა კონფლიქტი ავადმყოფის მეგობრებსა და ექიმს შორის, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეხლა შემოხლაში გადაიზარდა,
საქმეს ლანჩხუთის პოლიცია იძიებდა, გამოძიება ერთ ძმას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, გამოძიების დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ძმები ლანჩხუთში, რესტორან "თავადურში" გამომძიებლებს შემთხვევით, ამ უკანასკნელის ცოლის დაბადების დღზეზე, შეხვდნენ.
მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაზედაც აღიძრა სს საქმე.
ადვოკატის მტკიცებით მესამე ძმა იქ არ იმყოფებოდა, მეორე კი კონფლიქტში საერთოდ არ მონაწილეობდა და პროკურატურა უსამართლოდ, მთელი ოჯახის დასჯას ითხოვს.
'.$TEXT['print'].'