,,ოზურგეთის თასი,, დასრულდა-გამარჯვებული ბახვის გუნდი გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
,,ოზურგეთის თასი,, დასრულდა-გამარჯვებული ბახვის გუნდი გახდა

ვახტანგ ბლაგიძის სახელობის ოზურგეთის სპორტის სასახლეში საფეხბურთო ტურნირი - ,,ოზურგეთის თასი,, დასრულდა. 
2006-2007 წელს დაბადებულთა შორის ჩატარებულ ტურნირში სოფელ შემოქმედის, ნატანებისა და ბოხვაურის საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ, სადაც გამარჯვება შემოქმედის გუნდმა მოიპოვა, ხოლო 2008-2009 წელს დაბადებულთა შორის, რომელშიც სოფელ ბახვის, ბოხვაურისა და ნასაკირალის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას პირველი ადგილი ბახვის გუნდმა მოიპოვა. 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ გამარჯვებული გუნდები თასით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
ტურნირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'