"ვდგები ჩემთვის უმძიმესი არჩევანის წინაშე..."-დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს
ავტორი: გურიის მოამბე
"ვდგები ჩემთვის უმძიმესი არჩევანის წინაშე..."-დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ზურა და­თუ­ნაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მთავ­რო­ბას, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­სა და პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტის კო­მი­ტეტს მისი პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბას სთხოვს.

რო­გორც და­თუ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის დგას არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ან და­ას­რუ­ლოს კა­რი­ე­რა, ან იფიქ­როს სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზო­ბა­ზე.

„რამ­დე­ნი­მე დღეა გან­ვა­ახ­ლე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­ში, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი კონ­კრე­ტუ­ლად რის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დარ­ჩა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მე კი აქამ­დეც არა­ერ­თხელ აღ­ვნიშ­ნე, რომ ჩემი ამ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვდგე­ბი ჩემ­თვის უმ­ძი­მე­სი ორი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ან და­ვას­რუ­ლო კა­რი­ე­რა, ან ვი­ფიქ­რო სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზო­ბა­ზე. ჩემ­თვის ჭი­და­ო­ბა არის არა მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­მედ ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, 21 წელ­ზე მე­ტია ამ სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და მის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა უბ­რა­ლოდ არ შე­მიძ­ლია. ასე­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვი­ას­პა­რე­ზო რო­მე­ლი­მე სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით - გულ­ზე მქონ­დეს და ხელ­ში და­ვი­ჭი­რო სხვა ქვეყ­ნის დრო­შა, კვარ­ცხლბეკ­ზე დგო­მი­სას ვე­ღარ გა­ვი­გო­ნო ჩემი სამ­შობ­ლოს ჰიმ­ნი და თუკი ღმერ­თის წყა­ლო­ბით მო­ვი­პო­ვებ მე­დალს ეკუთ­ვნო­დეს რო­მე­ლი­მე სხვა ერს და არა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს.

თუმ­ცა, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით სწო­რედ ამ ორი უმ­ძი­მე­სი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი. მინ­და, ზემ­დგომ უწყე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, უშუ­ა­ლოდ კი სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­სა და პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტის კო­მი­ტეტს კი­დევ ერთხელ ვთხო­ვო და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩემი პრობ­ლე­მით და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ნახა, რომ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ჯა­როდ და­არ­ღვია წეს­დე­ბა და ჩა­ი­დი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი, ასე­ვე, ბოლო პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ ით­ქვა სხვა ტი­პის დარ­ღვე­ვებ­ზეც, თუმ­ცა გეგა გე­გე­ში­ძე ამ დრომ­დე აგ­რძე­ლებს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მუ­შა­ო­ბას.

მეს­მის, რომ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­საძ­ლოა, აღიქ­მე­ბა ისე, რო­გორც ერთი სპორ­ტსმე­ნის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის უსა­მარ­თლო მმარ­თვე­ლო­ბი­სა და ღიად გა­მო­ხა­ტუ­ლი ძა­ლა­დო­ბის პი­რის­პირ, თუმ­ცა მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არც ისე მარ­ტო ვარ, რო­გორც ეს ერთი შე­ხედ­ვით ჩანს და პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მე გა­ვაჟ­ღე­რე არა­ერთ სპორ­ტსმენს ეხე­ბა. ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა უკვე წა­ვი­და ქვეყ­ნი­დან, ბევ­რიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჭი­და­ო­ბის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა და ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა, რაც მიგ­ვიყ­ვანს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე. რო­გორც იცით, ნაკ­რე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა ღიად და­უ­ჭი­რა მხა­რი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე არ მინ­და იმ სპორ­ტსმე­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, ვინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობს, რად­გან ეს შე­საძ­ლოა აღ­ქმუ­ლი იყოს, რო­გორც ჭი­და­ო­ბის სამ­ყა­როს ორად გახ­ლეჩ­ვა, რაც რე­ა­ლუ­რად ასე არაა და სი­ნამ­დვი­ლე­ში პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობ სა­ერ­თოა ყვე­ლას­თვის და მო­ჭი­და­ვე­ებს ერ­თმა­ნეთ­ში არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ გვაქვს.

შე­სა­ბა­მი­სად, მინ­და ყვე­ლას, ვი­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მოგ­ვა­რე­ბა, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი და ფე­დე­რა­ცი­ას ჩა­მო­ა­ცი­ლოს გეგა გე­გე­ში­ძე და მისი გა­რე­მოც­ვა, ხოლო თუ მი­იჩ­ნე­ვა, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნა, მა­შინ მირ­ჩი­ეთ - და­ვას­რუ­ლო კა­რი­ე­რა, თუ წა­ვი­დე ქვეყ­ნი­დან? ასე­ვე მინ­და ვთხო­ვო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ინ­ტე­რეს­დნენ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სით, რად­გან ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცია არის სა­ჯა­რო უწყე­ბა, ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე არის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლის გან­ხა­დე­ბა­ში.

სპორ­ტსმე­ნი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მისი პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­და და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა, მად­ლო­ბას უხ­დის.

'.$TEXT['print'].'