"94 სკოლას სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება"-სახალხო დამცველი
ავტორი: გურიის მოამბე
"94 სკოლას სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება"-სახალხო დამცველი

„დაახლოებით, 94 სკოლა იქნა ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული, სადაც სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება," - ეს განცხადება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა. 

ომბუდსმენმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, სადაც წყალსა და სანიტარიაზეხელმისაწვდომობის უფლებაზე, ასევე მისი განხორციელების მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს სწორედ ამ საკითხზე ჩაატარა მონიტორინგი, რომლის მიხედვითაც შემოწმდა 108 საჯარო სკოლა:

„დაახლოებით, 94 სკოლა იქნა ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული, სადაც სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. მოგეხსენებათ, წყალზე ხელმისაწვდომობა ეს არის ბავშვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ჩვენ ამ კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ 108 სკოლა, 6 რეგიონის ფარგლებში, საიდანაც აღმოვაჩინეთ ამ შემთხვევაში 16 სკოლა, სადაც საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი და სკოლების დიდ უმრავლესობაში საერთოდ არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ასევე არ არის ხელმისაწვდომი სამეურნეო წყალი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

'.$TEXT['print'].'