,,მზათ ვართ ყველა! მზათ!”-1905 წელი, სოფელი შუხუთი
ავტორი: გურიის მოამბე
,,მზათ ვართ ყველა! მზათ!”-1905 წელი, სოფელი შუხუთი
გურიაში არსებული თვითმამართველობის დროს ,,მოგზაური” (#26, 17 ივლისი, 1905) აღწერს შუხუთში მომხდარ ურთიერთდახმარების მაგალითს: ,,კვირას 5 ივნისს თავი მოიყარა 500 კაცმა და ქალმა ეკლესიის გალავანში, კრების მიზანი იყო გამოეკვლია თუ რამდენი უმუშა-ხელო ოჯახი იყო დავარდნილი და რამდენი ქცევა ყანა ქონდათ (ამ დავარდნილებს) გასამარგლავი. როდესაც დეტალურათ გამოიკვლიეს ყველაფერი, შემდეგ ორატორმა მიმართა კრებას: ,,აი, ამხანაგებო, ამდენი ოჯახია ჩვენს სოფელში უმუშა ხელოთ დავარდნილი, ყანა უფუჭდებათ უმარგლავი და რაღა ძმობა იქნება თუ არ გავუწვდით ხელს და გაჭირვებულს არ წამოვაყენებთ?! საჭიროა, ამხანაგებო, დავეხმაროთ გაწირვებულთ, ხელი გავუწოდოთ და მით ვიხსნათ სიკვდილისაგან! ,,მზათ ვართ ყველა! მზათ!” დაიძახა ხალხმა ერთხმათ.
მეორე დღეს, რიცხვით ასმა კაცმა მოიყარა თავი სოფლის ერთ კუთხეში და საღამომდი ყანა დაამუშავეს. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ ყანის პატრონები ხარჯისთვის არ შეუწუხებიათ, თვითოეულს თავისი სადილი მოუვიდა სახლიდგან....”
პოსტის ავტორი, ირაკლი მახარაძე.
'.$TEXT['print'].'