აბიტურიენტებს 100%-იანი სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება არ გაუუქმდებათ
ავტორი: გურიის მოამბე
აბიტურიენტებს 100%-იანი სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება არ გაუუქმდებათ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ,მარიამ ჯაშმა “აიპრესთან” უფასო ფაკულტეტების მოსალოდნელ გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა,რომ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისას მოპოვებული 100%-იანი დაფინანსება კვლავ შეუნარჩუნდებათ.

-აღნიშნული ინიციატივა,უფასო ფაკულტეტების გაუქმების შესახებ, საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა აღიქვა, როგორც უფასო სახელმწიფო საგრანტო პროგრამების გაუქმება.ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმ შესაძლებობის გაუქმებას,რომელსაც აბიტურიენტები იღებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ. საგრანტო სისტემა, მათ შორის 100%-იანი სახელმწიფო საგრანტო სისტემა, შენარჩუნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში.

რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებს, ეს გახლდათ,პარალელური სისტემა, რომელიც სამინისტროს შეთანხმებით ხორციელდებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მე ვფიქრობ,ერთგვარი სოციალური დატვირთვა უფრო ჰქონდა, როგორც აკადემიური წრისთვის ისე სტუდენტებისთვის,ვიდრე შედეგზე ორიენტირებული.

ამდენად, თუ საზოგადოებაში გაჩნდა კრიტიციზმი და შიში უქმდება სახლემწიფო საგრანტო 100% დაფინანსება ეს არ შეესაბამება სიმართლეს“,-განაცხადა მარიამ ჯაშშმა.

ცნობისთვის,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა,რომ მომავალ წელს გააკეთებს ყველაფერს, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს.

საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 სპეციალობას სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს. ყველა სტუდენტი, ვინც განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ ფაკულტეტებზე ჩააბარებს, 100%-იან დაფინანსებას იღებს.

უფასო სპეციალობებია – აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია.

'.$TEXT['print'].'