დავით დარჩიას დის ახლო მეგობარსა და სიძეზე გადაფორმებული მიწები და 102 700-ლარიანი ზარალი მუნიციპალიტეტს
ავტორი: გურიის მოამბე
დავით დარჩიას დის ახლო მეგობარსა და სიძეზე გადაფორმებული მიწები და 102 700-ლარიანი ზარალი მუნიციპალიტეტს

 

ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მოთხოვნით, თბილისი საქალაქო სასამართლომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მერაბ ჭანუყვაძის მმართველობის პერიოდში აუქციონებითა და სხვადასხვა წესებით გაყიდული და გასხვისებული ყველა, ჯამში 306  მიწის ნაკვეთი, დააყადაღა. ამ ნაკვეთებიდან 33 ნაკვეთი გასხვისებულია სოფელ შრომის ტერიტორიაზე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ დაყადაღებული ნაკვეთების საეჭვო შემძენებიდან აშკარა და გამოკვეთილი ლიდერი გახლავთ პროკობი ხომერიკი, რომელმაც 2016-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტისაგან აუციონის წესით საერთო ფართით 52 319 (ორმოცდათორმეტიათასსამასცხრამეტი) კვადრატული მეტრის მქონე 18 მიწის ნაკვეთი შეიძინა, შეძენილი ნაკვეთები მდებარეობს სოფელ შრომის შავი ზღვიპირეთში (ჩირეში), ასევე თავად შრომაში და დაბა ურეკში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით ხომერიკი გახლავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას და მისი დის სოფელ შრომის ყოფილი გამგებლის, მაყვალა დარჩიას ახლობელი. ამავე წყაროს ინფორმაციით, ეს ნაკვეთები რეალურად მათი საკუთრება არის და ისინი ფორმალურადაა რეგისტრირებული ხომერიკის სახელზე, რომელსაც ამ პერიოდამდე აუქციონებში მონაწილება არ მიუღია. ასეთ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ნაკვეთების ნაწილი მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ აუქციონებზე შეძენილია მათი სიძის ბახვა ჩხარტიშვილის და ასევე სხვა ახლობელის მიერ, რომლებმაც შემდგომში ეს ნაკვეთები საკუთრებაში გადასცეს პროკობი ხომერიკს, ამ გადაცემას კი სავარაუდოდ იაფად შეძენილი მიწიდან წილების განაწილების ხასიათი ჰქონდა. ასევე უნდა ითქვას, რომ უშიშროებამ იმავე ბახვა ჩხარტიშვილის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისაგან აუქციონის გზით ნაყიდი 5 ნაკვეთი დააყადაღა ჩირეში და დაბა ურეკში.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მუნიციპალიტეტის გამგეობამ მისი ოჯახის სახელზე ლეგალიზაცია გაუკეთა 5995 კვ/მ მიწის ნაკვეთს. ასევე რეესტრის მონაცემების მიხედვით სოფელ შრომის ტერიტორიაზე ხომერიკმა 2016-1017 წლებში სხვა პირებისაგან შეიძინა მიწის-მიღება ჩაბარების აქტებით რეგიტრირებული ათზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლებსაც რეესტრში რეგისტრაციიდან ძალიან მალე ყიდულობდა ხომერიკი, წყაროს ინფორმაციით ასეთი მიწის მიღების-აქტებით მიწების რეგისტრაცია საეჭვო ხასიათს ატარებს და შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დოკუმენტაციის გაყალბებას და ამ გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მითვისებას. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-1017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული - ,,აუციონები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტარდებოდა გაუმჭვირვალე გარემოში, რითაც არსებითი ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს. ქონების პრივატიზების პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მუნიციპალიტეტი ქონების გასხვისებისას საჯარო აუქციონის ფორმას იყენებდა, რათა კონკრეტულ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, უკონკურენტო გარემოში, საბაზროზე არსებითად დაბალი ფასით შეესყიდათ მუნიციპალური ქონება.,,

მაგალითისათვის ხომერიკის მიერ შეძენილი ნაკვეთებიდან, 4 საერთო ფართით 1277 კვ/მ მდებრეობს ზღვასთან ახლოს სადაც მიწის ფასი ძალიან მაღალია. ამ ნაკვეთებიდან ორი ნაკვეთი საერთო ფართით 790 კვ/მ ოზურგეთის გამგეობამ აუქციონზე გაყიდა 1 კვ/მ - 20 ლარად ანუ მთლიანობაში 15800 ლარად, უძრავი ქონების შემფასებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამ ადგილზე 1 კვ/მ მიწის რეალური ფასი 150 დან 200 ლარამდე მერყეობს და მათი საერთო ფართი ფასიც გახლდათ დაახლოებით 118500 ლარი არის, აქედან გამომდინარე ამ ნაკვეთების დაბალ ფასად გაყიდვის შედეგად  მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 102700 ლარი იზარალა. იქვე ახლოს მდებარე ორი ნაკვეთი საერთო ფართით  487 კვ/მ  მუნიციპალიტეტმა გაასხვისა 1 კვ/მ-ი  0.3 ლარად, ანუ მთლიანობაში 146 ლარად და 10 თეთრად, ამ ადგილზე 1 კვ/მ მიწის ნაკვეთის ფასი დაახლოებით 100 ლარი გახლავთ შესაბამისად მათი რეალური ფასიც 71150 ლარი გახლდათ, რა დროსაც მუნიციპალიტეტის ზარალი დაახლოებით 71004 ლარი შეადგინა. შესაბამისად საბოლაო ჯამში პროკობი ხომერიკის საკუთრებაში აღმოჩნდა შავი ზღვის პირზე 189 650 (ასოთხმოცდაცხრაათასექვსასორმოცდაათი) ლარის ღირებულების ოთხი ნაკვეთი, რომელთა გასხვისების შედეგად მუნიციპალიტეტმა მიიღო 15946 (თხუთმეტიათასცხრაასორ­მოცდაექვსი) ლარი, თუ თუ ამას დავუმატებთ მუნიციპალიტეტის მიერ საბაზროზე დაბალ ფასად გაყიდულ დარჩენილ 14 ნაკვეთს მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანი სავარაუდოდ უფრო შთამბეჭდავია.

 

 

'.$TEXT['print'].'