"როცა ჩამოვალ ბორია, მიგიჩენ ადგილს ზებრების გვერდზე გალიაში !" - სააკაშვილი ივანიშვილზე
ავტორი: გურიის მოამბე
"როცა ჩამოვალ ბორია, მიგიჩენ ადგილს ზებრების გვერდზე გალიაში !" - სააკაშვილი ივანიშვილზე

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქ” ვიდეო ჩართვაში განაცხადა :

"აბა, ივანიშვილი დარაზმე შენი ქალები 500-500 ევროს რომ ურიგებდი და გამოაგზავნე კიდევ მოჭიდავეები. იტალიაში მოვუვლით მაგ ხალხს სათანადოდ. უკვე გვაქვს გამოცდილება რა ავადმყოფებთან გვაქვს საქმე. წინასწარ სულ ხელბორკილ დადებულს ჩავაბარებთ იტალიის პოლიციას, ვინც შეცდება მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას.

ამჯერად ბარდაგს იქ არ მოგაწყობინებთ ნამდვილად! და მალე საქართველოში აღვკვეთავ თქვენ ბარდაგს და თარეშს, გესმის ბორია?! ავადმყოფო. კარგად მომისმინე რასაც ვამბობ. ალტერნატიული მთავრობა ის კი არ არის, რომ დიდხანს იყოს ალტერნატივა. ალტერნატიული მთავრობა არის ის როცა მოვალ საქართველოში და შენ მიგიჩენ შენს ადგილს ზებრების გვერდზე გალიაში. ამის გარანტიას გაძლევ და საქართველოს მისცემს განვითარების გზას“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


'.$TEXT['print'].'