ხუხაშვილი-"ქართული ოცნება" მალე დაასრულებს და გაქრება"
ავტორი: გურიის მოამბე
ხუხაშვილი-"ქართული ოცნება" მალე დაასრულებს და გაქრება"

"მითი, ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის შესახებ დაიმსხვრა. მას მართვის სადავეები გაექცა ხელიდან. 

ეს განაპირობა იმან, რომ მან წააგო საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე ტურის მოგება კი შეძლო გარე ძალების დახმარებით, მაგალითად "პატრიოტტა ალიანსი" და ა.შ. მერე ესენი ყველა გადააგდო.

"ქართული ოცნება" არის ნგრევის პროცესში და ის რომ დაასრულებს და სრულად გაქრება, ეს ცხადია. მიშას ხელისუფლებისგან განსხვავება ახლა ის არის, რომ ესენი არიან ფორმალურად ყველა, და მათ მართავს ერთი ადამიანი. "ქართული ოცნება" უკვე არის "ნაციონალური მოძრაობა", მანკიერების ნაწილში, თუმცა უფრო სუსტია, ვერ ქაჩავენ კარგად.

 ეს ყველაფერი კატასტროფით მთავრდება ხელისუფლებისთვის, მითუმეტეს, როცა პირველად არ ხდება ჩვენი ხელისუფლებების ისტორიაში, როცა ჰგონია ამა თუ იმ ხელისუფლებას, რომ ყველა და ყველაფერი უნდა აკონტროლოს და სამართლით კი არ წყდებოდეს ადამიანების ბედი, არამედ წყდებოდეს მისი პოლიტიკური ნების და მისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად.

„რეალურად ქართულ ოცნებაში 80% არის ბესელია. ბესელიასნაირად მოაზროვნე და შინაგანი პროტესტი აქვს 80%-ს. ყველას აქვს სხვადასხვა მიზეზი - ზოგი ხვდება, რომ გემი იძირება და უკვე დროა, რომ ამ გემიდან გაიქცნენ. ყველას სხვადსხვა მოტივაცია აქვს. გასაგებია, რომ მორალურ ფასეულობებზე ბევრი, სამწუხაროდ, არ ფიქრობს. ეს ბაბილონის გოდოლი ახლა ნგრევის პროცესშია,“

"-განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში".

 

'.$TEXT['print'].'