ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ლესის გუნდი გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ლესის გუნდი გახდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ფრენბურთში ვაჟთა შორის სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში ჩატარდა, რომელშიაც მონაწილეობას ლანჩხუთის საჯარო სკოლები იღებდნენ.

დაძაბული საფინალო მატჩი ლანჩხუთის პირველ და ლესის საჯარო სკოლებს შორის შედგა.

მატჩი, რომელიც დამატებითი ტაიმით წარიმართა, საბოლოოდ ლესელების გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება და მასში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა და სასულიერო გიმანზიაა ჩართული.

'.$TEXT['print'].'