ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას ნასაკირალელი გოგონას სიცოცხლე შეეწირა
ავტორი: გურიის მოამბე
ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას ნასაკირალელი გოგონას სიცოცხლე შეეწირა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები 19 წლის თამარ ართმელაძე დღეს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც "გურიის მოამბეს" აცნობეს, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა როცა თამარ ართმელაძე მის საქმროსთან ერთად დაბა ჩაქვში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) "მტირალას მთაზე" მსუბუქ ავტომანქანაში ისხდნენ, ავტომანქანა მოულოდნელად ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 19 წლის გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.

მისმა საქმრომ კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

'.$TEXT['print'].'