"ვერ ხვდება რომ არავის არ უნდა მისი გენ დირექტორობა'?-"მერცხალის" მწვრთნელი დირექტორის წინააღმდეგ
ავტორი: გურიის მოამბე
"ვერ ხვდება რომ არავის არ უნდა მისი გენ დირექტორობა'?-"მერცხალის" მწვრთნელი დირექტორის წინააღმდეგ

ოზურგეთის "მერცხალის" მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი, "გურიის მოამბის" ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ  "მერცხალის" დირექტორი მურთაზ აბაშიძე, კლუბის გადასარჩენად აქციას იწყებს. 

აბაშიძე კლუბში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ოზურგეთელებს, მისივე სიტყვებით, ერთ დროს გურიაში კოლორიტული გუნდის გადარჩენისკენ მოუწოდებს. 

"რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი გუნდი ვართ უკვე, არადა დიდებული მოთამაშეები გვყავდა და ეს გუნდი კოლორიტი იყო მთელ გურიაში.

მივმართავ ოზურგეთელებს, უნდა შევქმნათ ფონდი  და გადავარჩინოთ გუნდი "მერცხალი". მე მთელ ჩემს ხელფასს გადავრიცხავ ამ ფონდში, ასევე მყავს ძველი მანქანა და იმასაც გავყიდი, ასევე მაქვს სამხედრო პენსია და ამასაც ამ ფონდში გადავრიცხავ. დამიდექით გვერდში და ვისაც რით შეგეძლებათ გადავარჩინოთ გუნდი დაშლას და გაუქმებას."- აცხადებს აბაშიძე.

აბაშიძის ამ მიმართვაზე ხარიტონ ჩხატარაშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს: 

" ერთი წელი გავიდა .რაც გენ, დირექტორად მურთაზ აბაშიძე დაინიშნა. მისი ინიციატივით დანიშნა ახალი მთ. მწვრთნელი. გუნდის უფროსი.მოიყვანა შვიდი ახალი ფეხბურთელი. მუნიციპალიტეტის ხელმძვანელობას დაპირდა გუნდს კრიზისიდან გამოვიყვანო,შედეგი ნოლი. ეხლა ხელს მერისკენ იშვერს, ვერ ხვდება რომ არავის არ უნდა მისი გენ დირექტორობა. სანამ ეს პიროვნება იქნება გენ.დირექტორად გუნდს წარმატება არ ექნება. ეხლა აქციებს ადგილობრივ მთავრობას უწყობს???. ყველა თანამშრომელთან კომპლიქტი აქვს ვერ იტანს განათლებულს და ლიცენზირებულ მწვრთნელებს. როცა ; მერცხალის; ბიუჯეტი იხილებოდა მაშინ უნდა ეფიქრა ფეხბურთელების ხელფასზე და გუნდის გაკეთებაზე. ცნობისათვის 220 000ათასია 2019 წლის კლუბ'მერცხალი' ბიუჯეტი .დამატებითი 50 000 ლარი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ერიცხება"-წერს ჩხატარაშვილი.

'.$TEXT['print'].'