სომეხი ძალოსანი ქალი... მამაკაცი აღმოჩნდა - (АМИ) Новости-Азербайджан
ავტორი: გურიის მოამბე
სომეხი ძალოსანი ქალი... მამაკაცი აღმოჩნდა - (АМИ) Новости-Азербайджан

სკანდალში გაეხვა სომხეთის ძალოსანთა ნაკრები, რის გამოც, სომხეთის ეროვნული გუნდი, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოიხსნას.

ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციაში ამბობენ, რომ სომხეთის ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი, მელინა დილაზიანი, სინამდვილეში მამაკაცი აღმოჩნდა, რაც სომხეთისთვის, შესაძლოა, მძიმე სასჯელად იქცეს.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სომეხი სპორტსმენები 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.

სომეხი ძალოსანი, მელინა დილაზიანი ევროპის ორგზის და სომხეთის მრავალგზის ჩემპიონია. მან თავად აღიარა, რომ მამაკაცია და რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი მილომ დილაზიანია. სპორტსმენი ბოდიშს უხდის ყველა სპორტსმენსა და გულშემატკივარს და ინციდენტსა და გაყალბებაში თავის მწვრთნელს ადანაშაულებს. დილაზიანის განცხადებით, ის მწვრთნელმა აიძულა, რომ სქესი "შეეცვალა" და თავი ქალად გაესაღებინა.

31 წლის ახლა უკვე ყოფილი სპორტსმენი ჰოლანდიაში ცხოვრობს. მან სომხეთი 2018 წლის სკანდალის შემდეგ დატოვა და მედიასთან შემდეგი განმარტება გააკეთა:

"მე ცისფერი ვარ. ამის გამო, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქალთა ნაკრებში თამაში შემომთავაზა. დიახ, მე ვცხოვრობდი ჩემს მწვრთნელთან. მისი სიტყვები ჩემთვის კანონი იყო. მე დავიბადე ბიჭად, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა", – განაცხადა დილაზიანმა.

ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს;

გასათვალისწინებელია რომ  ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს (Агентство Международной Информации (АМИ) Новости-Азербайджан).  სააგენტოს ცნობით, სომხეთის ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი, მელინა დილაზიანი, რომელიც სინამდვილეში მამაკაცი აღმოჩნდა, შესაძლოა სომხეთისთვის მძიმე სასჯელად იქცეს. 

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე  ამ სკანდალთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი, თუმცა, ფედერაცია ადასტურებს, რომ მელინა დილაზიანთან დაკავშირებით ძიება მიმდინარეობს, რომელიც დოპინგს უკავშირდება. საუბარია ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე

'.$TEXT['print'].'