ორდირექტორიანი სტადიონის გაბრაზებული მწვრთნელი და უხელფასობის გამო გაფიცული "მერცხალის" ფეხბურთელები
ავტორი: გურიის მოამბე
ორდირექტორიანი სტადიონის გაბრაზებული მწვრთნელი და უხელფასობის გამო გაფიცული "მერცხალის" ფეხბურთელები

"ამაზე არაფერი არ ვიცი მე. ერთი, რას გეტყვით იცით? ერთი წლის განმავლობაში 18 თამაშიდან მხოლოდ ერთი წავაგეთ და ეს რატომ არ დაწერეთ? ახლა ვიღაც მამაძაღლმა რაღაც გითხრათ და ამაზე მირეკავთ"? -ასე უპასუხა "გურიის მოამბეს" "მერცხალის" მთავარმა მწვრთნელმა აკაკი ათუაშვილმა, რომელიც ჩვენმა ზარმა ისე გააღიზიანა, რომ ტელეფონი შუა საუბრისას გაგვითიშა. 

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, რის გამოც რედაქცია მწვრთნელთან დაკავშირებას ცდილობდა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს დილით სტადიონზე მისული "მერცხალის' ფეხბურთელები გაიფიცნენ. ვარჯიში არ ჩატარდა იმის გამო, რომ გაფიცულები იანვრის შემდეგ მიუღებელ კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. 

თუ რატომ ვერ ახერხებს სტადიონის ორი მოქმედი დირექტორი, გუნდისთვის სახელფასო სარგოების დროულად მიცემას მაშინ, როცა "მერცხალის" 2019 წლის ნოიჯეტი 220 000 ათასი ლარია,  დამატებით კი  50 000 ლარი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ერიცხება

გარდა ხელფასების კუთხით შექმნილი პრობლემებისა, ბოლო წლის განმავლობაში "მერცხალს" სხვა მხრივაც ბევრი პრობლემა დაუგროვდა. 

ოზურგეთის "მერცხალი" დღეისათვის საქართველოს პირველობის უკანასკნელ რეგიონალლიგაში (მეხუთე ლიგა), ასპარეზობს.

ეს მისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დაბალი საფეხურია ,რის გამოც ოზურგეთში ხშირია საპროტესტო გამოსვლები კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით.


'.$TEXT['print'].'