პოლიცია ლანჩხუთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მესამე მონაწილეს ეძებს
ავტორი: გურიის მოამბე
პოლიცია ლანჩხუთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მესამე მონაწილეს ეძებს

როგორც "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსიდან აცნობეს, გამოძიება ამ დროისათვის წუხელ ამავე თემის სოფელ ახალსოფელში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მესამე მონაწილეს ეძებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ორთავე პიროვნება, ადგილობრივები მოქია და ტუღუში ერთი და იგივე ადამიანმა დაჭრა სანადირო თოფით, ტუღუში ლანჩხუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოქია კი ფოთის, მოგვიანებით მოქია მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობებისაგან გარდაიცვალა.

"პიროვნება რომელზედაც სოფელში საუბრობენ და რომელსაც შეიარაღებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ, მათივე მეზობელია, ჩასიძებული გვარად ს-ძე; დაახლოებით 50 წლის" - გვითხრეს სუფსაში.

როგორც ირკვევა დაზარალებულებმა არა ერთმანეთი დაჭრეს, როგორც მომხდარიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა, არამედ ორთავეს თავს ერთი და იგივე პიროვნება, მათივე მეზობელი დაესხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივებისათვის შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

 

'.$TEXT['print'].'