უშიშროებამ ჭანუყვაძის გარემოცვის მიერ გაყიდული კიდევ 34 მიწის ნაკვეთი დააყადაღა
ავტორი: გურიის მოამბე
უშიშროებამ ჭანუყვაძის გარემოცვის მიერ გაყიდული კიდევ 34 მიწის ნაკვეთი დააყადაღა

თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილი) პროკურორ ბექა ეჟიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015-17 წლებში გაყიდული 34 მიწის ნაკვეთი დააყადაღა.

რამდენიმე დღით ადრე ასევე თბილისის საქალაქო სასამართლომ იგივე მიზეზით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016-17 წლებში გაყიდული კიდევ 320 მიწის ნაკვეთი დააყადაღა.

ვინაიდან "გურიის მოამბის" მიერ გავრცელებული სტატიები მუდმივი თავდასხმის ქვეშაა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან გთავაზობთ უკომენტაროდ საქალაქო სასამართლოს განაჩენს, ერთი შენიშვნით; ბოლო გვერდები, სადაც ჩამოთვლილია იმ მოქალაქეთა ვინაობები ვისი მიწის ნაკვეთიც დაყადაღდა "გურიის მოამბე" ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე არ აქვეყნებს, რადგან მათი თუნდაც გარკვეული ნაწილი კეთილსინდისიერი შემძენია.

'.$TEXT['print'].'