ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ავტორი: გურიის მოამბე
ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

სერბულ ნოვი სადში მიმდინარე 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი დღე მიილია, რომელმაც ქართული დელეგაციისთვის სასიკეთო შედეგები მოიტანა.

ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა ირაკლი ძიმისტარიშვილი კი ასპარეზობას დღეს იწყებს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 5 წევრიდან, რომლებიც გუშინ ხალიჩაზე გავიდნენ, ოთხნი ფინალში იჭიდავებენ, ერთს კი ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს.

ოზურგეთელმა ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.) ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბას 7:2 მოუგო და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში სომეხ სლავიკ გალსტიანს შეხვდება.
ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11:2 სძლია რუს ვიქტორ ვედერნიკოვს და ფინალში რუმინელ ფლორინ ტიტას დაეჭიდება.
ფინალში გავიდა გურამ ხეცურიანიც (87 კგ.). ქუთაისელმა ფალავანმა ნახევარფინალში ლიტველ მარტინას ნემსევიჩიუსს 4:0 სძლია, ხვალ კი რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვს დაეჭიდება.
ზვიად პატარიძემ (130 კგ.) ნახევარფინალში იოლად 9:0 დაამარცხა ესტონელი არტურ ვიტიტინი და ევროპირველობის ფინალში რუმინელ იშტვან ბერეის შეხვდება.
ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), რომელმაც ნახევარფინალში რუს ისლამ ოპიევთან 1:1-ზე ბოლოს დაკარგული ქულის გამოისობით წააგო, ხვალ კი, კვარცხლბეკზე ასასვლელად რეპეშაჟის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეერკინება.
დღესვე საქმეში ჩაებმებიან ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), გიორგი კურტანიძე (67 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.).

'.$TEXT['print'].'