ექსკლუზივი: ოზურგეთის "მერცხალი" შესაძლოა ლანჩხუთელ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინოს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: ოზურგეთის "მერცხალი" შესაძლოა ლანჩხუთელ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინოს

საქართველოს პირველობის რეგიონალ ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი ოზურგეთის "მერცხალი",  შესაძლოა ლანჩხუთელ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინოს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის "მერცხალიდან" აცნობეს.

"მერცხალის" წარმომადგენლის თქმიტ ამ დროისათვის ოზურგეთის მერიასთან, ვის განკარგულებაშიცაა კლუბი, მოლაპარაკებებს ბიზნესმენი კობა მირზაშვილი აწარმოებს.

ოზურგეთის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, თუმცა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, დღეს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ყოფნისას, "მერცხალის" ადმინისტრაციუის წევრებს დაუანონსა რომ "ცოტა ხანში კლუბში ახალი ინვესტორი მოპვა".

კობა მირზაშვილი ლანჩხუთის სკ "გურიასთან" ასოცირდება, ის რამდენჯერმე, ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ კლუბს ხელმზღვანელობდა, თუმცა ლანჩხუთის ყოფილ გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან დაპირისპირების გამო "გურიას" ჩამოშორდა და როგორც ეტყობა საბოლოოდ.

 

'.$TEXT['print'].'