ვინ ემსხვერპლა ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ ემსხვერპლა ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას

რამდენიმე წუთის წინ ოზურგეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამუკა ნაცვალაძე ემსხვერპლა. 

ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

მოტოცილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა მსუბუქი ავტომობლის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე დარჩა, ისინი ახალდაქორწინებულები იყვნენ და პირველ შვილს ელოდებოდნენ. 

„მედალფას' დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, ცხედარს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. ჰქონდა მრავლობითი, მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'