ექსკლუზივი: ოზურგეთის "მერცხალს" ახალი, მესამე მმართველი ჰყავს-ჯერ ჯერობით დროებითი
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: ოზურგეთის "მერცხალს" ახალი, მესამე მმართველი ჰყავს-ჯერ ჯერობით დროებითი

საფეხბურთო კლუბ ოზურგეთის "მერცხალის" დროებით მმართველად წარსულში ამავე კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, გია გოგუა დაინიშნა.

გია გოგუა დროებით მმართველად კობა მირზაშვილის წარდგინებით ოზურგეთის მერიამ დანიშნა და დღეის მონაცემებით კლუბისთვის ის უკვე მესამე, მოქმედი მმართველია.

თავად კობა მირზაშვილი იმ ბიზნეს ჯგუფს ხელმძღვანელობს რომელიც "მერცხალს" უახლოეს მომავალში შეიძენს.

 ბიზნეს ჯგუფსა (რომელსაც მირზაშვილი ხელმძღვანელობს) და ოზურგეთის მერიას შორის კლუბის გაყიდვა- შეძენაძე წინასწარი შეთანხმება, გავრცელებული ინფორმაციით, მიღწეულია.

ამ ეტაპზე კლუბის მენეჯმენტს დროებითი მმართველი განახორციელებს.

რამდენიმე დღეში ა(ა)იპ ოზურგეთის "მერცხალი" შეიცვლის იურიდიულ ფორმას და როგორც შპს-ს  მერია ისე გაიტანს აუქციონზე.

შეძენის სურვილი ამ დროისათვის მხოლოდ კობა მირზაშვილმა გამოთქვა და სავარაუდოდ, მას კონკურენტები არ ეყოლება, რადგან "მერცხალი" თავისი მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად იმყოფება ისედაც წაქცევის პირას მყოფი ქართული ფეხბურთის ფსკერზე და ინვესტორების მიზიდულობაც საკმაოდ  მძიმეა.

 

'.$TEXT['print'].'