ოზურგეთის ბიუჯეტი 16 154 702,43 ლარით გაიზარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ბიუჯეტი 16 154 702,43 ლარით გაიზარდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 16 154 702,43 ლარით გაიზარდა.

ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას საკრებულომ მხარი დაუჭირა.

 საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 7 409 887, 7 ლარი შეადგინა. მათ შორისაა საკუთარი ნაშთი და მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები.

მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურმა საკრებულოს სხდომაზე ის პროგრამები და მუხლები წარმოადგინა, რომელშიც ბიუჯეტის ზრდის შედგად ცვლილებები შევიდა. 

 სხდომაზე აღინიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვას იწყებს. აღნიშნული პროექტისთვის თანხა 150 ათასი ლარი გამოიყო. პროექტის ინიციატორის, მერის მრჩეველის ალექსანდრე ბერიძეს განმარტებით დაგეგმილია ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სამოქალქო ბიუჯეტის პრინციპებით პროექტირების განხორციელება. ეს პროექტი გურიის ახალგაზრდა რესურსცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდება.

 განმარტებები გაკეთდა, ა.ა.იპ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის სუბდიის შესახებ, რომელმაც 41 ათასი ლარი შეადგინა. როგორც სხდომაზე აღინიშნა იგეგმება ამ თანხით მოსახლეობისთვის კვლევების ჩატარება აივ ინფექციაზე, C ჰეპატიტსა და ტუბერკულიოზზე. 

 საკრებულოს წევრების შეკითხვები სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისიწინებულ ღონისძიებებსაც შეეხო. კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას განცხადებით დეტალურად არის წარმოდგენილი ღონისძიებათა ნუსხა, თუმცა კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა კომისიის შენიშვნა პროგრამის ფარგლებში ასახული პროექტების დატოვების შესახებ.

 საკრებულოს წევრები სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილი თანხითაც დაინტერესდნენ, რომელიც ავტოპარკს ეხება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით : "აღნიშნული თანხის განკარგავმდე, მიზანშეწონილად მიმაჩნია , მოხდეს შესაბამისი წესის პროექტის შემუშავება, საკრებულოს მიერ დამტკიცება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის განაწილებას, გამოყენებას რაციონალურად და თავსებადი იქნება მთავრობის დადგენილებასთან. საკრებულო მიადევნებს თვალს ამ პროცესს და აქტიურად ჩაერთვება წესის შემუშავებაში.“ 

 საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 1 010 000 ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია ლიხაურში 9 აპრილის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც ელექტრონული პეტციით იქნა ინიცრებული. 

2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების ასახვას საკრებულოს 35 წევრმა დაუჭირა მხარი. 

ოფიცაილური ინფორმაცია


'.$TEXT['print'].'