ფრენბურთში ვაჟებს შორის ზოტის სკოლამ გაიმარჯა, გოგონებს შორის კი ნარუჯამ
ავტორი: გურიის მოამბე
ფრენბურთში ვაჟებს შორის ზოტის სკოლამ გაიმარჯა, გოგონებს შორის კი ნარუჯამ

გურიის რეგიონალური პირველობისათვის ფრენბურთში ვაჟებსა და გოგონებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საჯარო და სასულიერო სკოლების გუნდები იღებდნენ.

ვაჟებს შორის შორის პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო გოგონებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნარუჯის საჯარო სკოლის ფრენფურთელთა გუნდმა.

პირველ ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანიამ "ეარნეტმა" გადასცა.

რეგიონალური თამაშები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'