ნატანებში ძროხა 4 მეტრიან ჭაში ჩავარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ნატანებში ძროხა 4 მეტრიან ჭაში ჩავარდა

კურიოზული შემთხვევა სოფელ ნატანებში. 4 მეტრიანი ჭიდან ამოყვანილმა ძროხამ მაშინვე ბალახის ძოვა დაიწყო.

ოჯახის წევრის თქმით,  გადარჩენილი პირუტყვი სავარაუდოდ შიმშილზე მეტად ნერვულმა შეტევამ შეაწუხა, იმდენად მოულოდნელი იყო ჭიდან ამოყვანილზე მისი რეაქცია. 

შემთხვევა გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში, ჩხაიძეების ოჯახში მოხდა.

ეზოში არსებულ დიდი სიღრმის ჭაში, რომელსაც არ იყენებენ და დამშრალია, ძროხა ჩავარდა. 

ოჯახმა სამაშველო სამსახური გამოიძახა. მათ დაახლოებით ნახევარ საათში შეძლეს 4 მეტრიდან პირუტყვის ამოყვანა. 

"ძალიან ივაჟკაცეს სამაშველოს ბიჭებმა. მიუხედავად იმისა, რომ ვიწრო ჭიდან გართულდა ძალიან ძროხის ამოყვანა,რამდენიმე წუთში ყველაფერი გააკეთეს. ამოყვანის შემდეგ მაშინვე ბალახობა დაიწყო"-გვითხრა ლ. ჩხაიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'