პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 19 წლის ჩოხატაურელი ბიჭი დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 19 წლის ჩოხატაურელი ბიჭი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული გ.თ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „მორფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. 
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'