ოზურგეთის "არწივებმა" თბილისის "დინამო" სტუმრად დაამარცხეს 32-24
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "არწივებმა" თბილისის "დინამო" სტუმრად დაამარცხეს 32-24

საქართველოს რაგბისტთა პირველობის პირველი ლიგაში მოასპარეზე ოზურგეთის "არწივებმა" გათამაშების ბოლოსწინა ტურში თბილისში 'დინამოს" ესტუმრა და უპრინციპულეს მეტოქესთან დაძაბულ მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ამ გამარჯვერბით, თუ ბოლო ტურში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ოზურგეთელებმა პირველად თავის ისტორიაში რანგით მეორე ლიგაში პირველი ოთხეული გაინაღდეს.

ბოლო ტურში, რომელიც 30 მარტს გაიმართება "არწივები" საკუთარ "ზვანი არენაზე" "დიდი ათისთვის" მებრძოლ კიკეთის "იუნკერებს" მიიღებენ:

ტურის დასკვნით შეხვედრაში, ‘დინამო’ ნუცუბიძის პლატოზე ოზურგეთის ‘არწივებს’ დაუხვდა. პირველ ტაიმში უხნესი ქართული გუნდი მცირე უპირატესობას ფლობდა. ლევან რამიშვილის შეგირდებს ოვალი მეტოქეზე სწრაფად ამოჰქონდათ და გადაწყობასაც უკეთ ახორციელებდნენ. ‘დინამოელებმა’, მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის წყვილი ლელოს წყალობით, ტაიმი 2-ქულიანი უპრატესობით მოიგეს. მეორე ტაიმში გურულები გააქტიურდნენ და მთლიანობაშე მეტოქეზე ერთით მეტი, 4 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘არწივების’ მოთამაშე-მწვრთნელმა კახა ჩაჩავამ დადებულ ლელოს, ჩინებული არეკნიც დაურთო. სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა დერეფანსა და შერკინებაში მოიპოვეს და მატჩის მიწურულს ფულბეკ ოთარ მჟავიას ჯარიმით ‘დინამოს’ ნუგეშის აღების შესაძლებლობაც არ მისცეს 32:24.

 

‘არწივებმა’ ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარეს და დასახული მიზნის მისაღწევად-მოწინავე კვარტეტში ადგილის შესანარჩუნებლად, პირველობის დასკვნითი ტურის საშინაო შეხვედრაში ‘იუნკერებთან’ ხელს ბონუსიც აძლევთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ‘ტაო’ ახალციხეში ‘დინამოს’ პრემიით დამარცხებას შეძლებს.

16/03

კლუბი   ქალაქი

+პ

+ნ

-

გატ : გაშ

სხვ

1

ყოჩები  ბოლნისი

13

12

0

1

10

0

0

645

:

152

+493

58

2

იუნკერები  კიკეთი

13

11

0

2

10

1

0

508

:

129

+379

55

3

არესი  ქუთაისი

13

10

0

3

9

1

0

486

:

170

+316

50

4

არწივები  ოზურგეთი

13

7

0

6

4

0

0

218

:

313

-95

32

5

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

13

6

0

7

2

1

0

234

:

363

-129

27

6

დინამო  თბილისი

13

4

0

9

4

3

0

267

:

326

-59

23

7

ივერია კოლხი რაინდები  ფოთი

13

2

0

11

1

2

1

142

:

579

-437

10

8

ბაგრატი  ქუთაისი

13

0

0

13

0

1

1

72

:

540

-468

0


'.$TEXT['print'].'