ვინ არის პირი, რომელმაც ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ არის პირი, რომელმაც ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - "გურიის მოამბემ"  ახალი დეტალები გაარკვია.

მანქანა, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადაყვანილი. პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში  "გურიის მოამბეს" განუცხადეს, რომ ინციდენტი 19 მარტს, ღამით მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სოფელ ძიმითში გადამოწმების მიზნით მანქანა შეაჩერა, მისმა მგზავრმა პოლიციის მანქანის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2019 წლის 19 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

'.$TEXT['print'].'