ლანჩხუთის "გურია" "გაგრასთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში ბოლო ადგილზეა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის "გურია" "გაგრასთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში ბოლო ადგილზეა

მორიგი მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა დღეს საქართველოს პირველობის ფეხბურთში ეროვნულ ლიგაში.

ლიგა 2-ში მოასპარეზე ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ "ევგრაფი შევარდნაძეზე" "გაგრა" მიიღო.

"გურიასათვის", რომელმაც გათამაშება ფიფას სანქციების გამო მინუს სამი ქულით დაიწყო, ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი აქვს და ფოთში მიღწეული გამარჯვების შემდეგ ყველა გურულთა მორიგ გამარჯვებას ელოდა ცხრილში მის მეზობლად მყოფ "გაგრასთან".

თუმცა მასპინძელთა სამწუხაროდ მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0-2 დასრულდა. მძიმე ბრძოლა ელის გურულებს მეხუთე ტურში, 3 აპრილს  "გურია" თბილისს ესტუმრება და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ "მერანს" სპაერის სტადიონზე დაუპირისპირდება.

მსაჯები

  • არბიტრი - გ. ავაზაშვილი 
  • პირველი ასისტენტი - ი. მაჩიტიძე
  • მეორე ასისტენტი - ვ. რუხაია 
  • მეოთხე მსაჯი - ბ. კუნჭულია

სატურნირო მდგომარეობა

კლუბი ±

1. ‒მერანი თბ 4 4 9

2. ‒სამტრედია 4 2 8

3. ‒შუქურა 4 1 7

4. ‒ცხინვალი 4 1 7

5. ‒თელავი 4 4 6

6.შევარდენი 1906 4 3 5

7. ‒გაგრა 4 1 5

8.კოლხეთი 1913 4 -4 3

9. ‒ზუგდიდი 4 -6 1

10. ‒გურია 4 -6 0

 

 

'.$TEXT['print'].'