რაგბი პირველი ლიგა - გურულები საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდნენ
ავტორი: გურიის მოამბე
რაგბი პირველი ლიგა - გურულები საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდნენ

უშუალო კონკურენტის გამარჯვების პარალელურად ბოლო ტურში განცდილი მარცხის გამო, ოზურგეთის "არწივებმა" მეოთხე ადგილი ახალციხის "ტაოს" დაუთმეს.

მიუხედავად ამისა აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ ოზურგეთელი მორაგბეები ყველა დონის მეტოქეებისათვის უკვე ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ და გათამაშების უპირობო ლიდერებმაც კი იციან რომ გურიიდან ქულებს იოლი გასეირნების ხარჯზე ვერავინ წაიღებს.

ბოლო ტურშიც ასე იყო, როცა ოზურგეთს დიდი 10-ისათვის მებრძოლი კიკეთის "იუნკერები" ესტუმრნენ და მასპინძლების დაჩაგვრა მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს შეძლენ 36-10;

ამასობაში კი "ტაომ" ახალციხეში "დინამო" პრემიალურით დაამარცხა და მიუხედავად თანაბარი ქულებისა გურულებს პირისპირ შეხვედრებში უკეთესი ბალანსით აჯობა:

ტურის ოფიციალური მიმოხილვა:

ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი ‘ყოჩები’ ორწლიანი პაუზის შემდეგ დიდ 10-ში დაბრუნდა. პირველი ლიგის დასკვნით ტურში, პირველობის ლიდერი ქუთაისში ‘ბაგრატს’ სტუმრობდა და ღრმა აუტსაიდერთან იოლი გამარჯვების მოპოვება არ გაჭირვებია. ფავორიტმა 14 უპასუხო ლელო გაიტანა და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით, 96:0 მოიგო. ჰეთ-თრიკი მარჯვენა ფრთა ზაურ ნიკოლაიშვილმა შეასრულა, დუბლი კი პირად აქტივს შუამარბმა გიგა კორკელიამ და ფულბეკმა საბა ხურცილავამ შემატეს.

‘ყოჩებმა’ - რაგბის უხნესი კლუბის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან (სტუ) მემკვიდრეობა სამი ათეული წლის წინ მიიღო და დღემდე დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში პოდიუმის ოდენობით (3 ოქრო-4 ვერცხლი-5 ბრინჯაო) მხოლოდ თბილისის ‘ლოკომოტივს’ ჩამორჩება. გამოჩენილი სარაგბო მოღვაწეები, ‘ყოჩების’ დამფუძნებლები, ამჟამად კი გუნდის დირექტორი თეიმურაზ გაფრინდაშვილი და გამგეობის თავმჯდომარე გუგა გეგენავა ჩვეული შემართებით ირჯებიან და შორს მიმავალ გეგმებსაც ისახავენ. ‘ყოჩებს’ ახლახანს კარგა ხნის ნანატრი საკუთარი არენა და საწვრთნელი ბაზა გადაეცა, რაც გუნდის მესვეურთა აზრით, კლუბს ძველი დიდების დაბრუნების საქმეში დიდ სამსახურს გაუწევს. ‘ყოჩებს’ უნარიანად ხელნმძღვანელობს ახალგაზრდა სპეციალისტი აკა ცინცაძე. 33 წლის ცინცაძის თქმით, მართალია გუნდი ელიტაში საბრძოლო ბირთვს სრულად შეინარჩუნებს, თუმცა შემადგენლობის გაძლიერების მიზნით რამდენიმე მაღალი კლასის მორაგბის დამატებასაც ეცდება.  

სეზონში ყველა შეხვედრაში განცდილი მარცხისა და პირველობის უქულოდ, ბოლო ადგილზე ჩამთავრების მიუხედავად, ‘ბაგრატის’ მთავარი მწვრთნელი შალვა კიკვაძე ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, რეგიონული ლიგის მესამეადგილოსანთან  2-რაუნდიანი პაექრობის წინ, გუნდის განაცხადში მყოფ მოთამაშეთა მაქსიმალურ მობილიზაციას ეშურება.

ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა ‘იუნკერებმა’ დებულების თანახმად დიდ 10-ში ასვლაზე, ელიტის მე-9 ადგილოსანთან 2-რაუნდიანი პაექრობის უფლება მოიპოვა. კიკეთელებს, ოზურგეთში იოლი გასეირნება არ ჰქონიათ. ადგილობრივი ‘არწივები’ ფრთა გიორგი კალანდაძისა და შუამარბ გოგა ხილაძის ლელოთა წყალობით 10-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ. გიორგი ზაბახიძის შეძახილმა ‘იუნკერები’ დროულად გამოაფხიზლა. სტუმართა მარბიელ ჯაბა კიკვაძის ‘დუბლით’,  ტაიმი ფრედ 10:10 დასრულდა. მეორე ნახევარში კიკეთელთა უპირატესობა გამოიკვეთა. განსაკუთრებით გამოირჩა ‘იუნკერთა’ უნივერსალი რამაზ ხარაზიშვილი, ვინაც გატანილ წყვილ ლელოს, ზუსტად შესრულებული 3 გარდასხვაც დაურთო  36:10. ‘იუნკერები პირველობის გამარჯვებულ ‘ყოჩებს’ მთლიანობაში 3 ქულით ჩამორჩნენ.

გურულების უქულო მარცხმა, მოწინავე კვარტეტისაკენ გზა სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ გაუხსნა. ახალციხეში, ‘ტაო’-‘დინამოს’ დაპირისპირება ტურის ყველაზე დაძაბული მატჩი გამოდგა. მეორე ტაიმის შუაწელამდე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ‘დინამოელთა’ ბურჯმა გიორგი მამაგულაშვილმა პირველ ნახევარში ‘დუბლი’ შეასრულა და შესვენების წინ ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა გადამწყვეტი უპირატესობა უკეთესი მარქაფასა და ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოიპოვეს და მთლიანობაში მეტოქეს 6 ლელო დაუდეს. პრემიისა და მეოთხე ადგილის მომტანი ლელო მასპინძელთა ფულბეკ ბექა მაჭარაშვილის ანგარიშსზეა  38:22.  საცხრილო ქულათა ტოლობაში ‘ტაომ’, ოზურგეთის ‘არწივებს’ უკეთესი პირისპირ ბალანსით აჯობა. დებიუტანტის კვალობაზე, სრულად ადგილობრივი რესურსით მოასპარეზე ‘ტაოსთვის’ მოწინავე კვარტეტში მოხვედრა უდაოდ დიდი წარმატებაა.

ქუთაისის ‘არესმა’ ჩემპიონატი გასული სეზონის მსგავსად, მესამე ადგილზე ჩაამთავრა, თუმცა გუნდის თამაშში პროგრესი თვალშისაცემი გახლავთ. ‘ომის მრისხანე ღმერთი’ შემადგენლობითაც გაძლიერდა და მომავალ სეზონში მთავარ ამოცანად დიდი 10-ის საგზურის მოპოვებას ისახავს. ‘კოლხი რაინდებთან’ გასვლით შეხვედრაში, ‘არესმა’ ხელდახელ, სწრაფი თამაში გააჩაღა, თან შერკინებასა და დერეფანში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და 10 ლელოს გატანაც მოახერხა 52:7. სერგო ფრუიძის შეგირდთაგან ‘ჰეთ-თრიკით’ მარბიელი ნიკა სირაძე გამოირჩა.  

პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნების მიუხედავად, ‘კოლხი რაინდების’ ხელნმძღვანელობა როგორც თამაშის ხარისხით, ასევე გუნდში არსებული კლიმატით უკმაყოფილო დარჩა. კოლხებმა პირველობაზე სულ 2 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ აუტსაიდერი ‘ბაგრატი’ დაჯაბნეს. კლუბის თავკაცობა უახლოეს მომავალში გუნდის სტაფისა და შემადგენლობის რეორგანიზაციას გეგმავს.

2018-19 წწ სეზონის საბოლოო ცხრილი - პირველი ლიგა;

30/03

კლუბი   ქალაქი

+პ

+ნ

-

გატ : გაშ

სხვ

1

ყოჩები  ბოლნისი

14

13

0

1

11

0

0

741

:

152

+589

63

2

იუნკერები  კიკეთი

14

12

0

2

11

1

0

544

:

139

+405

60

3

არესი  ქუთაისი

14

11

0

3

10

1

0

538

:

177

+361

55

4

ტაო  სამცხე-ჯავახეთი ^

14

7

0

7

3

1

0

272

:

385

-113

32

5

არწივები  ოზურგეთი

14

7

0

7

4

0

0

228

:

349

-121

32

6

დინამო  თბილისი

14

4

0

10

4

3

0

289

:

364

-75

23

7

ივერია კოლხი რაინდები  ფოთი

14

2

0

12

1

2

1

149

:

631

-482

10

8

ბაგრატი  ქუთაისი

14

0

0

14

0

1

1

72

:

636

-564

0

'.$TEXT['print'].'