ურეკთან მომხდარ ქურდობაში პოლიციელები მონაწილეობდნენ შსს მომხდარს ასაიდუმლოებს
ავტორი: გურიის მოამბე
ურეკთან მომხდარ ქურდობაში პოლიციელები მონაწილეობდნენ შსს მომხდარს ასაიდუმლოებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ ურეკთან მდებარე ანძიდან, სადაც განთავსებულია ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების ბილაინის, ჯეოსელისა და მაგთის გადამცემები, რამდენიმე დღის წინ აკუმულატორები მოიპარეს. მომხდარ ქურდობაში პოლიციელები მონაწილეობდნენ თუმცა შსს გურიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მომხდარს მალავს.

ამის შესახებ შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან "გურიის მოამბეს" საკუთარმა წყარომ აცნობა.

მისივე ინფორმაციით ანძის გაქურდვას მოქმედი პოლიციელი, ერთ ერთი სოფლის რწმუნებული, ხელმძღვანელობდა, თუმცა ვინაიდან ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული ოჯახიდანაა, შსს-მ მომხდარი მიჩქმალა და ქურდობაში მონაწილე პოლიციელი პასუხისმგებლობისაგან გაანთავისუფლა.

მეტიც, ის თავისი მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივად განაგრძობს.

როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, პოლიციელს ქურდობის ადგილზე საკუთარი მობილური ტელეფონი დარჩა. რაც სიგნალიზაციის შედეგად ავტომატურ რეჟიმში გამოძახებულმა და ადგილზე მისულმა დაცვის პოლიციელებმა აღმოაჩინეს. 

'.$TEXT['print'].'