ლევან ქავჟარაძე საქართველოს ნაკრებშია და რუმინეთიდან ევროპას შეუტევს
ავტორი: გურიის მოამბე
ლევან ქავჟარაძე საქართველოს ნაკრებშია და რუმინეთიდან ევროპას შეუტევს

გუშინ ბორჯომში დასრულდა ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება. საკონტროლო შეხვედრების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ ბუქარესტში წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

ოზურგეთელთაგან რუმინეთის დედაქალაქში ქვეყნის ღირსებას ლევან ქავჟარაძე დაიცავს, რომელიც 63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

ლიხაურის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი ერთადერთი ოზურგეთელია ვინც ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა:

 

საქართველოს ნაკრები:
55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ევროპის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი 2018)
60 კგ - რამაზ სურმანიძე
63 კგ - ლევან ქავჟარაძე 
67 კგ - საჩინო დავითაია
72 კგ - რამაზ ზოიძე
77 კგ - ბექა მამუკაშვილი
82 კგ - ლაშა გობაძე (მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი 2015)
87 კგ - რობერტ კობლიაშვილი (ევროპის ჩემპიონი 2018 და მსოფლიოს 2-გზის პრიზიორი 2017, 2018)
97 კგ - გიორგი მელია
130 კგ - იაკობ ქაჯაია (ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი)

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12-14 აპრილს იასპარეზებს.

 

საქართელოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

'.$TEXT['print'].'