აბრალამაძის დუბლი და "მერცხალის" პირველი გამარჯვება
ავტორი: გურიის მოამბე
აბრალამაძის დუბლი და "მერცხალის" პირველი გამარჯვება

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის რეგიონალლიგაში (რანგით მეხუთე ლიგა) 2019 წლის სეზონის მეორე ტურის მატჩები შედგა.

ოზურგეთის "მერცხალმა" აბაშის "ზანა" მიიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა. ორთავე გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა აბრალამაძემ გაიტანა, მეორე ტაიმის მე-65 და 75-ე წუთებზე. აქედან ერთი 11 მეტრიანით, რომელიც მსაჯმა სტუმართა გუნდის მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისათვის დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მეტოქე მას შემდეგ დაჩაგრეს რაც მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ.

მასპინძელმა ჭიღლაძემ მე-60 წუთზე გუნდი კი იხსნა აშკარა გოლისაგან მაგრამ ეს ყველაფერი წესების დარღვევით გააკეთა რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

ორი ტურის შემდეგ ჯონი კალანდაძისა და მერაბ ვანიზის შეგირდებს 3 ქულა აქვთ. პირველი თამაში ოზურგეთმა სტუმრად წალენჯიხაში, ადგილობრივ "სქურთან" 1-4 წააგო.

აბაშელთა "რბევას" ოზურგეთის მერიც ესწრებოდა და თანაქალაქელთა გამარჯვებით "ჯერ დატკბა" და შემდეგ "ფრიად იხალისა".

'.$TEXT['print'].'