დეტალები ოზურგეთში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით
ავტორი: გურიის მოამბე
დეტალები ოზურგეთში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით

დღეს, ოზურგეთში, ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში სიცოცხლე თვითმკვლელობით 35 წლის ოზურგეთელმა იოსკა გუნციანმა დაასრულა.

ის, ამავე საავადმყოფოს მეორე ფლიგელში მიმდინარე სარემონტო სამუშაობზე იყო დასაქმებული. ის შენობის გარეთ გამავალ გაზის მილზე იპოვეს ჩამომხრჩვალი.

გარდაცვლილი ოზურგეთში მცხოვრები სომეხი ეროვნებისაა და აქ კიტა მეგრელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ის დედასთაან და მძიმე ავადმყოფ ძმასთან  ერთად ცხოვრობდა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. 

შსსმ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.  მათ უკვე გამოკითხეს საავადმყოფოს დირექტორი, დავით მდინარაძე.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

 

'.$TEXT['print'].'