ინტერნეტში ცეცხლშიგახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ამსახველი ფოტოები ვრცელდება
ავტორი: გურიის მოამბე
ინტერნეტში ცეცხლშიგახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ამსახველი ფოტოები ვრცელდება
პარიზში ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი უკიდია. ფრანგული მედიის ცნობით მასშტაბური ხანძარი ტაძრის სხვენში გაჩნდა. პარიზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. ადგილზე გამოცხადდა ევაკუაცია.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ისტორიულ ძეგლზე გაჩენილი ხანძრის შესახებ სახანძრო სამსახურში შეტყობინება ადგილობრივი დროით 18:50 შევიდა.

ინტერნეტში ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები ვრცელდება.

'.$TEXT['print'].'