"რომელიმე ბავშვს, ხორცის, ან სხვა პროდუქტის მიღების გამო პრობლემა რომ შეექმნას..."-მიმართვა ლანჩხუთის ბაღების გაერთიანებას
ავტორი: გურიის მოამბე
"რომელიმე ბავშვს, ხორცის, ან სხვა პროდუქტის მიღების გამო პრობლემა რომ შეექმნას..."-მიმართვა ლანჩხუთის ბაღების გაერთიანებას

"გურიის მოამბის" ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია ლანჩხუთის ბაღბის გაერთიანების მიერ გამოცხადებულ; ტენდერში  შპს "სოფოს" გამარჯვებაზე, რომელსაც სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონულმა სამმართველომ  საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამო რამდენიმე დღის წინ შეუჩერა,  ენმ-ის ადგილობრივი წარმომადგენელი, გივი ცინცაძე გამოეხმაურა, რომელიც ცენტრის ხელმძღვანელს მოუწოდებს უარი თქვას კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე:

შპს "სოფო", რომელიც ორჯერ - 2018 წლის სექტემბერსა და დეკემბერში - შესაბამისად "ხელვაჩაურსა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებში გაფუჭებული, ჩირქიანი ხორცის შეტანის ფაქტზეა მხილებული. " ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში კი, რატომღაც მხოლოდ შპს "სოფო" დაინტერესდა და რა თქმა უნდა გაიმარჯვა კიდეც უკონკურენტოდ დარჩენილმა. ტენდერი ხელშეკრულების მოსამზადებელ ეტაპზეა და პოტენციური საფრთხეა სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვებისთვის - ვინაიდან მოგახსენეთ , რომ ზემოთ ხსენებული "შპს" და მისი ეგრეწოდებული მფლობელი სოფიკო გორგაძე , რომელიც, ასაკისდა შეუსაბამოდ, პატარა მასშტაბის ხორცპროდუქტების ბიზნესვუმენად გვევლინება, ლანჩხუთელი ბავშვების ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. მინდა მოვუწოდო და კატეგორიულად მოვთხოვო ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს - ქალბატონ ნატა კობალავას არ გააფორმონ ხელშეკრულება იმ ეგრედწოდებულ "შპს_თან" , რომელიც უვარგის და ჩირქის კერიან ხორცს "ასაღებენ" და ბავშვების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებ. იმედს ვიტოვებ, რომ ქ-ნი ნატა კობალავა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და მის გაერთიანებას და თუ რომელიმე ბავშვს, მათი მიზეზით ოდნავ მიანც შეექმნა რაიმე სახის პრობლემა ხორცის ან/და სხვა ნებისმიერი პროდუქტის მიღების გამო"-წერს გივი ცინცაძე.

ცნობისთვის: სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შპს „სოფოს" შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ,
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა - შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.
ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

 

ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

 

'.$TEXT['print'].'