ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, "საქართველოს ბანკის" კუთვნილი, ქალაქ ოზურგეთში, ერისთავის ქუჩა #11 ში მდებარე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა, წუხელ, გვიან ღამით, სცადეს.

დღეს, ადრე დილით ადგილზე მისულ "საქართველოს ბანკის" თანამშრომლებს, აპარატთან მიმავალი სადენები გადაჭრილი და თავად აპარატი დაზიანებული დახვდათ.

მათ ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდეს. 

მომხდარზე სავარაუდოდ უკვე  დაწყებულია გამოძიებაც. 

'.$TEXT['print'].'