ოზურგეთის სპორტის სასახლეში ლევან ქავჟარაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის სპორტის სასახლეში ლევან ქავჟარაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

დღეს ვახტანგ ბლაგიძის სახელობის ოზურგეთის სპორტის სასახლეში ოზურგეთელ მოჭიდავე ლევან ქავჟარაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 
ლევან ქავჟარაძე ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონსტზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მესამე ადგილსა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
წარმატებულ მოჭიდავეს სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები და სპორტული სფეროს წარმომადგენლები დახვდნენ.
როგორც ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია სპორტის განვითარება და ამ მიმართულებით სპორტსმენების მაქსიმალური მხარდაჭერა.

'.$TEXT['print'].'