ოზურგეთში ქვიშა -ღორღის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიები ფაქტიურად უკანონოა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ქვიშა -ღორღის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიები ფაქტიურად უკანონოა

გურიაში ინერტული მასალების მოპოვების წინააღმდეგ დაწყებული მასიური სახალხო გამოსვლების არეალი სულ უფრო და უფრო ფართოვდება და წინააღმდეგობრივმა მოძრაობამ ფაქტიურად მთელი გურია მოიცვა.

კვირა არ გავა გურიის მხარის რომელიმე სოფელში მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლა არ მოხდეს, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიის ადგილიდან გაძევების მოთხოვნით.

ამ თემაზე ჩვენ ძალიან ბევრს ვწერთ, თუ მოსახლეობის აზრით რა პრობლემებს ქმნის მდინარეებში ქვიშა-ღორღის წესების დაცვის გარეშე წარმოებული მოპოვება. თუმცა, ახლა ჩვენ ამ პრობლემას სხვა კუთხით გვინდა შევხედოთ.

მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს და სახელდახელოდ გამართულ საპროტესტო მიტინგებზეც ხშირად ისმის კითხვა, ვინ გასცა ეს ლიცენზიები? რატომ არავინ კითხა აზრი მოსახლეობას? .. და საერთოდაჩ - როგორ, რა მექანიზმებით ხდება ლიცენზიების გაცემა?

ბოლოდან რომ დავიწყოთ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო (ახლა ეს სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთანაა გაერთიანებული);

მექანიზმი ასეთია - ლიცენზიის მომპოვებელი პირი თუ კომპანია მიმართავს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, თავის მხრივ გარემოს ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას არ ღებულობს ადგილობრივი თვითმმართველობის, მაშინდელი გამგეობის/მერიის გარეშე, ის უგზავნის განცხადებას ტანდართული დოკუმენტაციით ადგილობრივ ხელისუფლებას და ლიცენზიაზე ტანხმობას მხოლოდ ადგილობრივი მერიის, ან გამგეობის თანხმობის შემთხვევაში იზლევა.

იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ხელისუფლება თანხმობას გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ მისცემს ეს უკანასკნელი ლიცენზიასაც ამა თუ იმ ადგილზე ინეტული მასალების მოპოვებასთან დაკავშირებით ვერ გასცემს.

"გურიის მოამბეს" ხელში ჩაუვარდა ორი დოკუმენტი, რომელსაც ახლა ვაქვეყნებთ. თუმცა მანამდე გვინდა ვთქვათ, რომ დღეს არსებული ლიცენზიების უმრავლესობა თიტქმის უკანონოა.

თიტქმის იმიტომ, რომ ოპზურგეთის გამგეობასა და ქალაქ ოზურგეთის მერიას, კონკრეტულად არჩილ ყაზაიშვილსა და ბეგი სიორიძეს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადმოგზავნილ წერილებზე თანხმობა 2017 წლის 15 დან 28 ნოემბრის ფარგლებში აქვთ მიცემული.

აღსანიშნავია რომ 2017 წლის 12 ნოემბერს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, მოსახლეობამ მერი 12 ნოემბერს აირჩია, ქალაქის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალი კანონმდებლობის შესაბამისად გაერთიანდა და ახალარჩეული მერი კონსტანტინე შარაშენიძე მოვალეობის შესრულებას 29 ნოემბრიდან შეუდგა.

ამ დოკუმენტებიდან ცხადად სჩანს რომ სიორიძემ და ყაზაიშვილმა ლიცენზიებზე ტანხმობები სწორედ 12 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ფარგლებში გასცეს, მაგალითად არჩილ ყაზაიშვილმა მაკვანეთში, ბჟუჟის ხეობაში დღეს მოქმედ ლიცენზიაზე ხელი 28 ნოემბერს მოაწერა, ხოლო ბეგი სიორიძემ ქალაქ ოზურგეთში, იპოდრომის ტერიტორიასთან დღეს არსებულ კარიერზე ხელი 15 ნოემბერს.

ჩვენ მხოლოდ ორი დოკუმენტი ჩაგვივარდა ხელთ, ასეთი კი უამრავია.

აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილმა და სიორიძემ თანხმობაზე ხელი ისე მოაწერეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის აზრი საერთოდ არ უკითხავთ. მეტიც ეს ტანხმობები წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.

სწორედ ეს გარემოება ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს და წარმოშობს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ეს ხელმოწერები დიდი ალბათობით კორუფციული გარიგებების შედეგია.

 


'.$TEXT['print'].'