ოზურგეთის მოსახლეობა ღამით "ნიღბიანი ადამიანების" მომრავლებით შეშფოთებულია
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მოსახლეობა ღამით "ნიღბიანი ადამიანების" მომრავლებით შეშფოთებულია

ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა გვიან ღამით ქალაქის ქუჩებში უცნობი ნიღბიანი ადამიანების მომრავლებითაა შეშფოთებული.

უკვე მერამდენე დღეა "გურიის მოამბეში" ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ადამიანები გვირეკავენ და გვთხოვენ ამ ფაქტზე ყურადღება გავამახვილოთ, გუშინ კი რედაქციაში ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი მოვიდა და იგივე პრობლემაზე გვთხოვა ინფორმაციის გავრცელება.

მათი ინფორმაციით, გვიან ღამით, ქალაქის ქუჩებში უცნობი, ნიღბიანი ადამიანები შეინიშნება, რომლებიც ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, "ოზურგეთის ფანტანისა" და იოანე პეტრიწის ქუჩის გასწვრივ არსებულ პარკებში დაიარებიან.

მოსახლეობა ღამით განხორცელებულ სხვადასხვა სახის ქურდობებს ამ ფაქტს უკავშირებს და ადგილობრივი პოლიციისაგან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ:

"მიუხედავად კარგი ამინდებისა, შეუძლებელია ღამით ქუჩაში გამოსვლა, განსაკუთრებით გვიან ღამით პარკში გასეირნება თუ მოგინდა ეს უკვე საფრთხეებთან არის დაკავშირებული, მგონი 90-იან წლებში ვბრუნდებით" - გვეუბნება იოანე პეტრიწის ქუჩაზე არსებულ 12 სართულიანი კორპუსის ერთ- ერთი მაცხოვრებელი.

 

'.$TEXT['print'].'