ანსამბლი "შვიდკაცა" 60 წლისაა
ავტორი: გურიის მოამბე
ანსამბლი "შვიდკაცა" 60 წლისაა

ოზურგეთის სახალხო-ფოლკლორული ანსამბლი "შვიდკაცა" 1957 წელს ჩამოაყალიბა დიდმა ლოტბარმა, საქართველოს სახალხო არტისტმა მიხეილ შავიშვილმა.

მან შეკრიბა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მომღერლები, რომელთაც შეასწავლა სხვადასხვა კუთხის სიმღერები. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გურული სიმღერების აღდგენას და შესწავლას. ანსამბლი „შვიდკაცა“ ღირსეულად იმსახურებდა მაყურებელთა სიყვარულს. 1981 წლიდან ანსამბლ "შვიდკაცას" ქართული ხალხური სიმღერის აღდგენისა და განვითარებისთვის სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. ანსამბლის ხელმძღვანელის - მიხეილ შავიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ხელმძღვანელობა 1999 წლიდან დაევალა ანსამბლის მეორე თაობის წევრს - ტრისტან სიხარულიძეს, რომელიც ამჟამადაც ხელმძღვანელობს ანსამბლს.

ანსამბლი დღემდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. "შვიდკაცას" რეპერტუარში შედის 100-მდე ქართული, აქედან 50-ზე მეტი გურული სიმღერა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 1 ალბომი, რომელშიც შესულია 18 გურული სიმღერა. 7 მაისს, 18:00 სთ-ზე ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ფოლკლორულ ანსამბლ "შვიდკაცას" საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ანსამბლის თითოეული წევრი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. ტრისტან სიხარულიძეს, რომელსაც უმაღლესი რანგის ჯილდოები უკვე მიღებული აქვს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა საპატიო ოზურგეთელის წოდება. პრეზიდენტის სახელმწიფო ჯილდოს, ღირსების მედლის მისაღებად წარდგენილები არიან: ლევან გოლიაძე, გელა ლომჯარია და ალექსანდრე ბურჭულაძე, ხოლო ღირსების ორდენის მისაღებად ილია ინწკირველი და ლევან ნინიძე. კულტურის სამინისტროში, ხელოვნების ქურუმის წოდების მისანიჭებლად წარდგენილია ლოტბარი - ამირან გოლიაძე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი - გიორგი დონაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი. ანსამბლები: "რუსთავი", "ბასიანი", "ქართული ხმები"

'.$TEXT['print'].'