ოზურგეთის საპატრულო პოლიციის უფროსად შსს-დან ორჯერ გაგდებული კადრი დანიშნეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის საპატრულო პოლიციის უფროსად შსს-დან ორჯერ გაგდებული კადრი დანიშნეს

კადრი, რომლის ძმაც წლების განმავლობაში თაღლითობისათვის ძებნილი, თუმცა ეს უკანასკნელი ამის პარალელურად შსს მაღალჩინოსანი იყო

შსს გურიის მთავარი სამმართველოს ოზურგეთის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობს კადრი, რომელიც წარსულში შსს რიგებიდან ორჯერ დაიტხოვეს და ორივეჯერ ავტოსაგზაოშემთხვევის გამო.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" საკუთარმა წყარომ აცნობა.

მისივე ინფორმაციით, დავით წულაძე შსს რიგებიდან ორჯერ დაითხოვეს, პირველად 2007 წელს, ხოლო შემდეგ 2012 წელს.

წყაროს ინფორმაციით, შსს-დან პირველი დათხოვის მიზეზი, ლანჩხუთში მომხდარი ინცინდენტი გახდა, როცა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა წულაძემ, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში ბასრი იარაღით 10-მდე მანქანა დააზიანა. ხოლო მეორედ, ქალაქ რუსთავში მომხდარი ავტოავარიის გამო დაითხოვეს, როცა მანქანამ რომლის საჭესთანაც წულაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი იჯდა, აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე გაიტანა.

როგორც წყარო იუწყება, პირველი საქმის მოგვარებაში მას წარმოშობით ლანჩხუთელი, მაშინდელი შსს გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, ჯაფარიძე დაეხმარა, ხოლო მეორე შემთხვევაში საკუთარი სიმამრი, შევარდნაძის დროს შსს ყოფილი მაღალჩინოსანი, თენგიზ კიკვაძე.

კიკვაძე, რომლის ერთადერთი ქალიშვილის ქმარი აწ უკვე ოზურგეთის საპატრულო სამმართველოს უფროსია, გასული საუკუნის 90-იან წლებში ლანჩხუთის პოლიციის უფროსი იყო და მაშინ გურია-სამეგრელოს საზღვარზე მდებარე ამ რაიონის მოსახლეობას მასთან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მასიური ქურდობების გამო, კითხვები მუდამ ქონდათ.

მოგვიანებით, კიკვაძე შსს გურიის მთავარ სამმართველოში გადმოვიდა და შეცვალა რა თანაქალაქელი თამაზ კუნჭულია, მხარეში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში, სადაც მან 2003 წლამდე იმუშავა, ივანიშვილის მმართველობისას კი ს/კ ლანჩხუთის "გურიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

სხვათა შორის, რადგან ჯაფარიძე ვახსენეთ, აღსანიშნავია ისიც, რომ გურიის საპატრულო სამსახურს მისი კადრი, ბირთველიშვილი ხელმძღვანელობს. ეს ის ბირთველიშვილია, ჯაფარიძის დროს გურიის შსს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე რომ იყო და ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკოს შვილს, ემზარ ივანიშვილს რომ დასდევდა დასაჭერად, ამ უკანასკნელის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის განხორციელების გამო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ურეკში მცხოვრებმა, 2000 წელს ფეხი ისე დაიზიანა, რომ დღემდე მისი განკურნება ვერ ხერხდება.

თუმცა, მთავარი წულაძის კარიერულ წინსვლაში, როგორც წყარო ამბობს, მაინც მისი ოჯახის სუსის ყოფილ მაღალჩინოსანთან, სოსო გოგაშვილთან ახლობლობაა.

სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ წულაძე მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის შსს მაღალ თანამდებობებზეა.

მაგალითად, ის ლანჩხუთის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო მაშინ, როცა მისი ძმა შსს-ს მიერ ოფიციალურად იძებნებოდა და ვინაიდან ამ უხერხულობის გამო მისმა მფარველებმა მისი ლანჩხუთში დაწინაურება ვერ შეძლეს, წულაძე გოგაშვილის პატრონაჟით ჩოხატაურის პოლიციის უფროსი გახდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს მოხდა ამ დაბაში ყველაზე რეზონანსული და სასტიკი ყაჩაღობა, როცა შიგ ჩოხატაურში, კრიმინალებმა ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი დააყაჩაღეს და მისი მოხუცი დედა და მეუღლე სასტიკად სცემეს.

რაც შეეხება წულაძის მამას, დავით წულაძეს, ის დღეისთვის ლანჩხუთის დასუფთავების სამსახურს ხელმძღვანელობს, მანამდე კი სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ხელმძღვანელობდა. ცოტა უფრო ადრე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან, როგორც ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა, "ახალი მემარჯვენეებიდან", არჩევნებამდე ორი დღით ადრე კანდიდატურა ისე მოხსნა "ქართული ოცნების" კანდიდატის, თემურ ჩხაიძის სასარგებლოდ, რომ ამის შესახებ საკუთარი პარტია საქმის კურსშის არ ჩაუყენებია.

სხვათა შორის, წულაძემ ეს ბიძინა ივანიშვილის ლანჩხუთში მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა და ამ უკანასკნელიდან სამადლობელიც მიიღო-რაც სურათზეც ჩანს.

რაც შეეხება წულაძის უმცროს ძმას, წყაროს ინფორმაციით, ის თაღლითობისათვის იძებნებოდა და მასზე ძებნის მოხსნას წყარო სოსო გოგაშვილს უკავშირებს.

თუმცა, საინტერესოა რომ წლების განმავლობაში ერთი ძმა ძებნილი, ხოლო მეორე შსს მაღალჩინოსანი იყო.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'